ახალი საკრუიზო გემი „ვლადიმერ ჟირინოვსკი“ ექსპლუატაციაში მიმდინარე წელს შევა და სოჭის, ნოვოროსიისკის, ბათუმის, სტამბოლის მარშრუტებზე ივლის. ამის შესახებ გამოცემა რუსული მედია წერს.
გამოცემა ПортНьюс-ი იტყობინება, რომ ლაინერი ახლა ასტრახანის სამხრეთ გემთმშენებლობისა და გემების შეკეთების ცენტრში მოსკოვის გადამზიდავი კომპანიის დაკვეთით შენდება. ლაინერს თავდაპირველად პეტრე დიდი ერქვა, თუმცა მას მოგვიანებით სახელი რუსეთის დუმის მკვდარი დეპუტატის, ვლადიმირ ჟირინოვსკის პატივსაცემად გადაარქვეს.
გემი აღჭურვილი იქნება საცხოვრებელი კაბინებით, საცურაო აუზებით, ტერასებით და სარესტორნო კომპლექსებით.
რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს ტურიზმისა და ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარების კომიტეტის თავმჯდომარის სანგაჯი ტარბაევის თქმით, საკრუიზო ტურიზმის განვითარების კუთხით კასპიისა და შავ ზღვებს დიდი პერსპექტივა აქვს, მაგრამ ამ კლასის გემების ნაკლებობა ამ მიმართულების განვითარებას ანელებს.