ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩიპების გლობალური გაყიდვები 2026 წელს 1 ტრილიონ დოლარს მიუახლოვდება – WSTS

ჩიპების გლობალური გაყიდვები 2026 წელს 1 ტრილიონ დოლარს მიუახლოვდება – WSTS

ჩიპების გლობალური გაყიდვები 2026 წელს შესაძლოა მჭიდროდ მიუახლოვდეს 1 ტრილიონ დოლარს – პროგნოზირებს პროგნოზირებს დარგობრივი ორგანიზაცია World Semiconductor Trade Statistics (WSTS).
2025 წელს ზრდა, სავარაუდოდ, 22.5%-იანი იქნება და 772 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს. ეს დაახლოებით 45 მილიარდი აშშ დოლარით მეტია ივნისის პროგნოზზე. ამერიკასა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ზრდა, სავარაუდოდ, 25-30%-იანი იქნება, ევროპაში - 6%-იანი, ხოლო იაპონიაში 4%-იანი კლებაა მოსალოდნელი.
ნახევარგამტარების გლობალური ბაზარი, სავარაუდოდ, 2026 წელს 25%-ზე მეტით გაიზრდება და 975 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს. ზრდა მოსალოდნელია ყველა რეგიონსა და პროდუქტის კატეგორიაში.
აშშ-სა და აზიის ბაზრები კვლავაც ყველაზე დიდ წვლილს შეიტანენ, ხოლო ევროპისა და იაპონიის ზრდა დაახლოებით 12% იქნება.
ვრცლად interfax – ზე

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.