„მმართველი პარტიის დაფინანსება ს მხრიდან არის ზომიერი“ –

„ოცნებამ“ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველო 2012 წლის შემდეგ, დეოლიგარქიზაციის ხანგრძლივი გაუმჯობესებით ევროპის საუკეთესო სამეულშია. მათივე ინფორმაციით, ამის შესახებ ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი. ამ თემაზე კომენტირებისას აცხადებს:
„მმართველი პარტიის დაფინანსება ს მხრიდან არის ზომიერი და განაპირობებს ამ პარტიის არსებობას პოლიტიკურ ველზე და საკმაოდ სერიოზული, ყუათიანი დაფინანსება აქვს პარტიის ოპოზიციონერებსაც, ჩვენი პარტიის ოპოზიციონერებს. მაგრამ გავიხსენოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ პარტიასთან ურთიერთობის გარდა უშველებელ პროექტებს ახორციელებს, რომელიც მთელ ქვეყანას სჭირდება. ოლიგარქიული მმართველობა ნიშნავს იმას, როდესაც ჩრდილოვანი მმართველობით ხორციელდება ხელისუფლების ხელში ჩაგდება ფულადი რესურსების გამოყენებით…მე არ ვიცი, საფრთხეს ვინ ხედავს, მაგრამ ფაქტია, რომ კვლევები აჩვენებს, რომ ოლიგარქიული მმართველობის მაჩვენებელი საქართველოში არის აბსოლუტურად განსხვავებული იმისაგან, რაც გვაქვს მთელ რიგ ევროპულ ქვეყნებში”