ფინანსთა სამინისტრომ ₾70 მლნ-ის ოდენობის სახაზინო ობლიგაციები გაყიდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2025 წლის 2 დეკემბერს ჯამში, 70 მილიონი ლარის ოდენობის სახაზინო ობლიგაციები გაყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Galt&Taggart-ი ავრცელებს.
მათ შორის, 3.7-წლიანი 50 მლნ ლარის (18.5 მლნ დოლარის) ოდენობის სახაზინო ობლიგაციები გაიყიდა. ამასთან, მოთხოვნა 3.3-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.057პპ-ით შემცირდა და 8.909% შეადგინა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2025 წლის 2 დეკემბერს 6-თვიანი 20 მლნ ლარის (7.4 მლნ დოლარის) ოდენობის სახაზინო ობლიგაციები გაყიდა. ამასთან, მოთხოვნა 2.3-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.127პპ-ით გაიზარდა და 8.062% შეადგინა.
უახლესი აუქციონი დაგეგმილია 2025 წლის 9 დეკემბერს, სადაც 1-წლიანი 20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სახაზინო ვალდებულებები და 10.8-წლიანი 30 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სახაზინო ობლიგაციები გაიყიდება.

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”