რატომ არ ამბობს მერაბიშვილი რა ნივთიერებას ვურევდით წყალში? – რას სთხოვს ლადო ბოჟაძე მერაბიშვილს?

ქართული ოცნების წევრი, ლადო ბოჟაძე, ტვ პირველთან, ამბობს, რომ ქიმიური მომწამვლელი ნივთიერება ვინც შეისყიდა, ის უნდა დაიბარონ გამოკითხვაზე და არა ის, ვინც, სავარაუდოდ, გამოიყენა. იგი პასუხს სთხოვს ვანო მერაბიშვილს, მაშინ როცა მის გუნდს ამ წუთამდეც არ უთქვამს, კონკრეტულად რომელი ნივთიერება იყო გარეული წყალში,
“მე მგონია, რომ ვახტანგ გომელაურზე ადრე, სუს-მა უნდა დაიბაროს ვანო მერაბიშვილი და დაკითხოს და უნდა დაიკითხოს , როგორც მაშინდელი პრეზიდენტი. სავარაუდოდ, შეიძლება სუს-მა ამით დაიწყოს. ვისაც ჩათვლის გამოძიება საჭიროდ, ყველა უნდა გამოიკითხოს. ვანო მერაბიშვილს ხომ უნდა გაახსენდეს რა იყიდა? ყველა შესყიდვის საბუთი არის გაცემული. რატომ დუმს ვანო მერაბიშვილი ამ დრომდე, ასეთი ამბავი როცა ატეხილი? ყველამ იცის, რომ მის დროს იყო შესყიდული. ხარება რატომ, ხარებამ შეისყიდა? სპეცრაზმის ხელმძღვანელი რა მნიშვნელობა აქვს ვინ იყო, მე გეუბნებით ვინ შეისყიდა და რა დროს. ვანო მერაბიშვილის დროს იყო შესყიდული, ამიტომ მერაბიშვილია პირველწყარო. გომელაურიც უნდა დაიბარონ, მერაბიშვილიც უნდა დაიბარონ, უნდა დაიბარონ ყველა, ვისი დაკითხვაც მეტ ინფორმაციას მისცემს საზოგადოებას”, – ამბობს ლადო ბოჟაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – არაფრისგან სკანდალს ვერ შექმნით! ხელში შეგრჩათ მხოლოდ ის, რომ ვიღაცის თუთიყუშს ბუმბულები გასცვივდა, გამოძიებამ შეიძლება ის თუთიყუშიც „შეისწავლოს“ – ნუ ნერვიულობთ, თუთიყუშიც კარგად იქნება!

ირაკლი კობახიძე – პირდაპირ ტერორისტსაც ხელს აფარებენ როგორც შიდა პოლიტიკური ძალები, ასევე გარე პოლიტიკური ძალები – ეს უფრო ამაგრებს იმ სარჩელს, რომელიც წარდგენილია საკონსტიტუციო სასამართლოში