“ქართული ოცნების” წევრი, გიორგი სოსიაშვილი BBC-ის საგამოძიებო მასალაზე კომენტარს აკეთებს:
გამოძიება მიდის. რაც შეეხება ვიღაცის ჭორაობას და ვიღაცის ნაბოდვარზე ამხელა სამაუწყებლო კორპორაციის მიერ სიყალბის აგებას, არის აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი და კონკრეტული დანაშაული. სად დავიხიეთ [უკან]? ვისთან დაგვიხევია, რომ ახლა დავიხიოთ? ქართველი ხალხი არავის წინაშე არ იხევს, კარგად დაიმახსოვრეთ. ქართულ ოცნება არის ქართველი ხალხის არჩეული ეროვნული ხელისუფლება”- თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს.
მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
- განცხადების თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
BBC-სთან ინტერვიუს გამო სუსმა დაიბარა ის ხალხი, ვინც საგამოძიებო ფილმში ბრიტანულ გამოძიებას ინტერვიუს აძლევს.
რა თქვა ირაკლი კობახიძემ 3 დეკემბერს?
- “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ “პირველების” არაერთი ჩაკითხვის შემდეგ დაადასტურა, რომ BBC-ის ინვენტარიზაციის სიაში დასახელებული კოდებით: UN 3439 და UN 1710 ნივთიერებები შსს აქვს.
- კობახიძე ადასტურებს, რომ მოქალაქეების დასაშლელად წყლის ჭავლში გარკვეული ნივთიერება გამოყენებული იყო.




