ანდრეი სიბიგა – ამერიკული დელეგაციის წარმომადგენლებმა შეგვატყობინეს, რომ მათი შეფასებით, მოსკოვში საუბრებს სამშვიდობო პროცესისთვის დადებითი მნიშვნელობა ჰქონდა

ამერიკულმა დელეგაციამ შეგვატყობინა, რომ, მათი შეფასებით, მოსკოვში საუბრებს დადებითი მნიშვნელობა ჰქონდა სამშვიდობო პროცესისთვის. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ ბრიუსელში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
სიბიგას თქმით, მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელს, რუსტემ უმეროვს ესაუბრა.
სიბიგას დეტალებზე არ უსაუბრია, რადგან მისი თქმით, საუბარი ტელეფონით შედგა და “უსაფრთხოების მიზეზებიდან გამომდინარე, რთულია წარმოდგენა, რომ შეხვედრის დეტალები განეხილა”.
“ამერიკული დელეგაციის წარმომადგენლებმა შეგვატყობინეს, რომ, მათი შეფასებით, მოსკოვში საუბრებს დადებითი მნიშვნელობა ჰქონდა სამშვიდობო პროცესისთვის. ეს არის მათი შეფასება. და მათ უკრაინული დელეგაცია მოიწვიეს, რათა უახლოეს მომავალში ამერიკაში ჩვენი საუბრები გავაგრძელოთ”, – განაცხადა სიბიგამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გელა მთივლიშვილი: მიაქციეთ ყურადღება სიტყვას: „მოქალაქე“. პროკურატურა მალავს, რომ სინამდვილეში ეს „მოქალაქე“ მათი აგენტი-პროვოკატორია (რომლის ვინაობაც ვიცით) და ექიმს დანაშაულის პროვოცირება მოუწყეს

დავით ფანჯაკიძე – მინდა, რომ როცა დავსხდებით ფინჯან ყავასთან და გავარჩევთ საკითხებს, გვერდით გამოიაროს ბიძინა ივანიშვილმა და ჩვენთან ერთად დალიოს ყავა, ხოლო გვერდით მაგიდასთან იჯდეს მიხეილ სააკაშვილი – ეს არის ნორმალური ქვეყანა