“ეს იდიოტები გაკვირვებულები არიან, საიდან გაიგო BBC–იმ თუ რა ტიპის მომწამვლელ გაზს იყენებდნენ(???) – და ეს ავიწყდებათ…” – ნუგზარ სულაშვილი

ეს იდიოტები გაკვირვებულები არიან, საიდან გაიგო BBC–იმ თუ რა ტიპის მომწამვლელ გაზს იყენებდნენ(???) – და ავიწყდებათ ის, რომ არაოფიციალური მონაცემებით 130-ზე მეტი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია, რომელმაც თავშესაფრის მისაღებად ჩააბარა ინტერვიუ ევროპაში და ამერიკაში, სადაც დაწვრილებით აქვთ აღწერილი, მათი ნების საწინააღმდეგოდ, როგორ აიძულებდნენ ზემდგომი პირები გამოეყენებინათ ისეთი ქიმიური ნივთიერებები, რომელიც კონვენციის შესაბამისად აკრძალული იყო. ასე რომ მინდა იცოდეთ, გამოძიება ექიმების, ან დაზარალებულების მიერ მიცემულ ინფორმაციებს კი არა, პირველ რიგში თქვენივე პოლიციელების მიერ ჩაბარებულ ინტერვიუებს დაეყრდნო და სცნო როგორც მტკიცებულებად. ბევრს ნუ იწვალებთ დაადგინოთ ამ ადამიანების გვარი და სახელი. იმედი მაქვს იმდენი მაინც იცით, რომ მათ საერთაშორისო სამართალის კონვენციები იცავთ.

ასევე დაგაინტერესებთ

გელა მთივლიშვილი: მიაქციეთ ყურადღება სიტყვას: „მოქალაქე“. პროკურატურა მალავს, რომ სინამდვილეში ეს „მოქალაქე“ მათი აგენტი-პროვოკატორია (რომლის ვინაობაც ვიცით) და ექიმს დანაშაულის პროვოცირება მოუწყეს

დავით ფანჯაკიძე – მინდა, რომ როცა დავსხდებით ფინჯან ყავასთან და გავარჩევთ საკითხებს, გვერდით გამოიაროს ბიძინა ივანიშვილმა და ჩვენთან ერთად დალიოს ყავა, ხოლო გვერდით მაგიდასთან იჯდეს მიხეილ სააკაშვილი – ეს არის ნორმალური ქვეყანა