19 ფაქტი ზე – “კობახიძეს შეპყრობილი ჰყავს ივანიშვილი”.- ირმა ინაშვილი

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი:
1. ფაქტია, რომ 2011-2012 წლებში, როცა ჩვენ პატიმრების დასაცავად ვიბრძოდით, ირაკლი სოროსის ფონდში მუშაობდა!
2. ფაქტია, რომ კოჰაბიტაციის აქტიური თანამონაწილე იყო!
3. ფაქტია, რომ მ სახელმწიფო საიდუმლოებათა ნდობის ჯგუფში ნაცები შეიყვანა!
4. ფაქტია, რომ ირაკლი კობახიძე ნაცებს გაურიგდა და ნინო ლომჯარია სახალხო დამცველად გაიყვანა!
5. ფაქტია, რომ ირაკლი კობახიძე სააკაშვილის მოსამართლეების უვადოდ დაწინაურების აქტიური მონაწილე იყო!
6. ფაქტია, რომ ირაკლი კობახიძე ნაცებს გაურიგდა და გიგი უგალავა შეიწყალეს!
7. ფაქტია, რომ ირაკლი კობახიძემ დღევანდელი დეპუტატებისა და სახელმწიფო ჩინოვნიკების 80%-ზე მეტი ნაციონალური მოძრაობიდან გადმოიყვანა!
8. ფაქტია, რომ ირაკლი კობახიძემ 2020, 2021, 2024 და 2025 წლების გააყალბა და ხელისუფლება სრულად მიიტაცა!
9. ფაქტია, რომ ირაკლი კობახიძე მისთვის არასასურველ პარტიებს ანადგურებს, ხოლო სასურველ პარტიებს ქმნის და აწინაურებს!
10. ფაქტია, რომ ირაკლი კობახიძემ ქვეყანაში გააცოცხლა საბჭოთა „დანოსების“ ანუ დასმენების სისტემა! ამ „დანოსების“ საფუძველზე პროკურატურამ უკვე აღძრა რამდენიმე საქმე!
11. ფაქტია, რომ ირაკლი კობახიძემ, სააკაშვილის მსგავსად, ქვეყანა ერთ დიდ ციხედ გადააქცია!
12. ფაქტია, რომ ირაკლი კობახიძეს და მის ჩინოვნიკებსა თუ ბიზნესმენებს ქვეყანაში დასაკუთრებული აქვთ თანამდებობებიც, ბიზნესიც და ფულიც!
13. ფაქტია, რომ ირაკლი კობახიძის მთავრობა ყიდის ქართულ მიწებს, პატრიარქი კი ამბობს, რომ არავის აქვს მიწის გაყიდვის უფლება!
14. ფაქტია, რომ ირაკლი კობახიძე ბიუჯეტს განკარგავს, როგორც ჯიბის ფულს, აფინანსებს, ვისაც უნდა და როგორც უნდა! ამასთან, მოსყიდულად აცხადებს განურჩევლად ყველა მოწინააღმდეგეს!
15. ფაქტია, რომ ირაკლი კობახიძე ნაცებთან გარიგებაში ადანაშაულებს ინგა გრიგოლიას სტუმრებს. თავად კი, მრავალჯერ სტუმრობდა ინგა გრიგოლიასაც, ნინო ჟიჟილაშვილსაც და გიორგი გაბუნიასაც კი!
16.ფაქტია, რომ ირაკლი კობახიძეს შეპყრობილი ჰყავს ! ამასთან, კობახიძის გაძლიერების კვალდაკვალ, ივანიშვილის პრობლემებიც იზრდება: მას გადაემტერა სრულიად საქართველოც და მსოფლიოც!
17. ფაქტია, რომ ირაკლი კობახიძეს ბი-ბი-სი ხალხის ქიმიური ნივთიერებებით მოწამვლაში ადანაშაულებს! გაეროს სპეციალური მომხსენებელი კი, გამოძიებას ითხოვს!
18. ფაქტია, რომ სადამ ჰუსეინი იგივე ბრალდებით დააპატიმრეს და ჩამოახრჩეს!
19.დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილს ესმის, რომ კობახიძის ქმედებების გამო, ბრალდებების ეპიცენტრში შეიძლება თავადაც აღმოჩნდეს!
ირმა ინაშვილი, თბილისი, 2025 წლის 3 დეკემბერი.