არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ პასუხს – რა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებდა პროტესტის წინააღმდეგ

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და მოითხოვს საჯარო პასუხს შეკითხვაზე, რა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებდა პოლიცია მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებზე.
ერთობლივ განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციების თანახმად, “რეჟიმის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალების მიერ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულები დღემდე გამოუძიებელია და ივანიშვილის პრეზიდენტმა 11 მათგანი ღირსების ორდენითაც კი დააჯილდოვა”.
“2025 წლის 1 დეკემბერს გამოქვეყნებული, BBC-ის მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიების მასალები, შეიცავს შოკისმომგვრელ ცნობებს იმის შესახებ, რომ ივანიშვილის პოლიციის მიერ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ადგილი ჰქონდა აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენებას”, – ნათქვამია განცხადებაში.
მასში ასევე ვკითხულობთ, რომ BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნებამდე, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში -ს მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენებისას “დაშვებული მძიმე დარღვევების თაობაზე თავის დროზე სპეციალური სიუჟეტი მოამზადა “ნოდარ მელაძის შაბათის” გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდმა. იგივე პრობლემა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და სხვა პარტნიორმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა დეტალურად აღწერეს თავიანთ ანგარიშში, სათაურით “ადამიანის უფლებების კრიზისი საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო ს შემდგომ”. ერთი წელია შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ამჟღავნებს ინფორმაციას ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლში გარეული ნივთიერებების შესახებ, მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა.
თუმცა, BBC-ის ფილმის გამოქვეყნების შემდეგ, ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევასთან ერთად, დღის წესრიგში სხვა სამართლებრივი საკითხიც დგება. კერძოდ, დასადგენია, პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ზემოთ მითითებული ქიმიური ნივთიერება ბრომობენზილ ციანიდის გამოყენება ხომ არ წარმოადგენს „ქიმიური იარაღის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციით აკრძალულ ქმედებას”, – ნათქვამია განცხადებაში, რომლის ხელმომწერებიც გეგმავენ მიმართონ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებს, საქართველოში შესაბამისი კომპეტენციისა და კვალიფიკაციის მქონე ექსპერტთა ჯგუფების მოწვევის მიზნით.
ისინი ასევე მოითხოვენ, საჯაროდ გაეცეს პასუხი შეკითხვას: “რა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებდა პოლიცია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ”.
დღეს, 2 დეკემბერს, შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა (გეკა) გელაძემ განაცხადა, რომ საქართველოში აქციების დროს ჯანმრთელობისთვის საშიში არანაირი ნივთიერება არ ყოფილა შსს მხრიდან გამოყენებული. მისი სიტყვებით, რამდენიმე ადამიანმა ერთმანეთში „იჭორავა და ამაზე რაღაცა პროცესები აიგო”. ასე უპასუხა გელაძემ ჟურნალისტების შესაბამის შეკითხვას BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების კომენტირებისას.
შს მინისტრის განცხადებით, “ყველა ნივთიერება, რომელიც იქნა გამოყენებული სხვადასხვა აქციების დაშლის პროცესში, არის კანონიერად ნაყიდი სხვადასხვა მსხვილი კომპანიის, რომელიც აპრობირებულია ყველა წამყვან ქვეყანაში”.
დღეს, 2 დეკემბერს, ამავე საკითხის კომენტირებისას “ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრმა მ განაცხადა: „რაც შეეხება ნივთიერება “კამიტს”, ნივთიერება “კამიტი” საერთოდ არ ყოფილა გამოყენებული. ეს არის მარტივი სიყალბე“.
მან გამოძიებას უწოდა „სიცრუის კორიანტელი“, რომელსაც „არანაირი კავშირი რეალობასთან არ აქვს“ და განაცხადა, რომ გადაწყვიტა, BBC-ის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა წამოიწყოს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
ეს მუხლებია:

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – გომელაურმა ვიწრო კუთხიდან თქვა, ნივთიერება მერაბიშვილმა შეიძინაო, მაგრამ წერა-კითხვის მცოდნეებმა წაიკითხეს, რომ შენახვაც შეიძლება გახდეს კონვენციის დარღვევის საბაბი და განაცხადეს, რომ არ ჰქონიათ – გამოაქვეყნონ შემადგენლობა, დასამალი რა არის?