უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, პირველი ლედისთან , ოლენა ზელენსკასთან ერთად, დუბლინში ჩავიდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ირლანდიის პრემიერ-მინისტრის, მაიკლ მარტინის განცხადებით, ის ზელენსკის აეროპორტში შეხვდა და გამოხატა ურყევი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისადმი, რომლებიც საკუთარ თავისუფლებასა და დემოკრატიას იცავენ.
გავრცელებული ინფორაციით, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი, დღეს ზელენსკის ფლორიდაში ამერიკულ დელეგაციასთან გამართული მოლაპარაკებების დეტალურ ანგარიშს წარუდგენს.
უმეროვმა ადრე განაცხადა, რომ უკრაინული დელეგაცია სრულ ანგარიშს ამზადებდა და მალე მას პრეზიდენტს პირადად წარუდგენდა ევროპაში შეხვედრის დროს.



