– ტერიტორიული საკითხი ყველაზე რთულია – „სამშვიდობო გეგმა“ ახლა უკეთ გამოიყურება

„სამშვიდობო გეგმის“ განხილვისას ტერიტორიული საკითხი ყველაზე რთულია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, -ის მიერ შეთავაზებული „სამშვიდობო გეგმის“ განხილვა „პროცესია, რომელიც ჯერ არ დასრულებულა“.
„პირდაპირ რომ ვთქვა, ტერიტორიული საკითხი ყველაზე რთულია. აღდგენის დაფინანსების საკითხი – ეს ევროპელი პარტნიორების გარეშე რთულია, რადგან ფული ევროპაშია. უსაფრთხოების გარანტიების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია – კერძოდ, -ის და ევროპის მხრიდან. ვიტყოდი, რომ ეს სამი მთავარი საკითხებია, ამიტომ ეს სიფრთხილეს მოითხოვს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ასევე, მისი თქმით, „სამშვიდობო გეგმა“ ახლა „უკეთ გამოიყურება“.
ზელენსკის ცნობით, ხვალ ფლორიდაში გამართული მოლაპარაკებების შესახებ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, რუსტემ უმეროვის ანგარიშს მოისმენს.
„ჩვენი დელეგაციისგან სრულ ანგარიშს ხვალ მოვისმენ. ისინი ირლანდიაში გამოფრინდებიან. მომახსენებენ, თუ სად ვართ მოლაპარაკებებში. ასევე, როგორც მე გავიგე, აშშ რუსული მხარისგან შესაბამის პასუხს მიიღებს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ელისაშვილის ქმედებას ყოველთვის ფულის აღებასთან აკავშირებენ, რაც აბსურდია, მის სახლში სახლში ჩხრეკა ჩატარდა, გამომძიებლები გაკვირვებულები იყვნენ, როგორ შეიძლება პოლიტიკოსი ასეთ სახლში ცხოვრობდესო