ევროპელ ლიდერებთან სატელეფონო საუბრისას ფლორიდაში აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გამართული მოლაპარაკებების შინაარსი განვიხილეთ, – ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან ერთად დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, პოლონეთის, იტალიის, დანიის, ნორვეგიის, ნიდერლანდებისა და ფინეთის ლიდერებს, ასევე, ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებს და ნატო-ს გენერალურ მდივანს ესაუბრა.
„ჩვენს ევროპელ მეგობრებთან მთავარი პრიორიტეტების შესახებ პროდუქტიული საუბარი გვქონდა. ფორმატი ნამდვილად გამოსადეგია – ევროპის მნიშვნელოვანი ნაწილი ერთად – და ეს ევროპას ჩვენი საერთო ინტერესების დაცვაში ეხმარება. ევროპაში შეხვედრებს ვამზადებთ. ვიზიარებთ მოსაზრებას, რომ ომი სამართლიანად უნდა დასრულდეს. მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების გარანტების შემუშავებისას პროგრესს მივაღწიოთ, როგორც უკრაინისთვის, ისე ევროპისთვის. ჩვენ კოორდინაციას გავაგრძელებთ“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.




