Euractiv – ჩეხეთი ისრაელის საწინააღმდეგო ლოზუნგების გამოყენებისთვის დასჯის შესაძლებლობას განიხილავს

ჩეხეთი ს საწინააღმდეგო ლოზუნგების გამოყენებისთვის დასჯის შესაძლებლობას განიხილავს, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Euractiv-ი ავრცელებს.
Euractiv-ის ცნობით, ჩეხეთის ხელისუფლებამ, სამართალდამცავებთან ერთად, საზოგადოებრივი გამოსვლების დროს ანტისემიტიზმთან ბრძოლის ღონისძიებები განიხილა. კერძოდ, ხელისუფლებამ სლოგანის – „მდინარიდან ზღვამდე, პალესტინა თავისუფალი იქნება“ გამოყენებისას დასჯის სხვადასხვა მექანიზმები განიხილა.
„სლოგანი ისტორიულად ისრაელის სახელმწიფოს განადგურებისა და მოსახლეობის ნაწილის ლიკვიდაციის მკაფიოდ ჩამოყალიბებულ მოთხოვნასთან დაკავშირებით გამოიყენება“, – განაცხადა ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, კლარა დლუბალოვამ.
ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ პირი, რომელიც ზემოთ აღნიშნულ სლოგანს გამოიყენებს, შესაძლოა ტერორიზმის მხარდაჭერის, ადამიანთა ჯგუფის მიმართ სიძულვილის გაღვივებისა და გენოციდის უარყოფის ბრალდებით გასამართლდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ახლა ხაზარაძე დაეთანხმება გახარიას ასეთ „პრინციპულ“ მოთხოვნებს და ყველანი დავიჯერებთ, რომ ისინი „ნაცებთან“ კავშირს გაწყვეტენ?! – ბოლოს მართლა ჩაშლა მოუწევთ, აგენტურა იმდენად გოიმურ პიარს გვთავაზობს

რომან გოცირიძე – გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის გაერთიანების შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგზე ერთ-ერთი უძლიერესი ბლოკი შეიქმნებოდა, რომელსაც არჩევნების ბედის გადაწყვეტა შეეძლო – ეს მსხვილი გაერთიანება ყველა რისკს გამორიცხავდა!