განათლების ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს (TKTA) წარმომადგენლებს უმასპინძლა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს (TKTA) წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული შეხვედრა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარტნიორი სააგენტოს შორის 2022 წელს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა.
„შეხვედრაზე საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოში მოქმედი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებზე ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდათ. განსაკუთრებული ყურადღება უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების, მათ შორის კლასტერული აკრედიტაციის მიმდინარე პროცესზე, აკრედიტაციის ექსპერტების პროფესიულ განვითარებაზე, უცხოეთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციაზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გამახვილდა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც გააგრძელებენ აქტიურ თანამშრომლობას და გაუზიარებენ ერთმანეთს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით მიღწეულ შედეგებს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ახლა ხაზარაძე დაეთანხმება გახარიას ასეთ „პრინციპულ“ მოთხოვნებს და ყველანი დავიჯერებთ, რომ ისინი „ნაცებთან“ კავშირს გაწყვეტენ?! – ბოლოს მართლა ჩაშლა მოუწევთ, აგენტურა იმდენად გოიმურ პიარს გვთავაზობს

რომან გოცირიძე – გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის გაერთიანების შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგზე ერთ-ერთი უძლიერესი ბლოკი შეიქმნებოდა, რომელსაც არჩევნების ბედის გადაწყვეტა შეეძლო – ეს მსხვილი გაერთიანება ყველა რისკს გამორიცხავდა!