ზაზა თავაძე პოლიტიკიდან მიდის

ოპოზიციაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის წევრი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ზაზა თავაძე პოლიტიკიდან მიდის. მან საჯარო განცხადებაში თქვა, რომ უწევს „უფრო რთული, მაგრამ ასევე პასუხისმგებლიანი ნაბიჯის გადადგმა“.
„მიწევს, კვლავ დავუბრუნდე ჩემს პროფესიულ, საადვოკატო-საკონსულტაციო საქმიანობას, სადაც პოლიტიკაში მოსვლამდე ვიყავი და იმავდროულად პარალელურად ბოლომდე მივიყვანო ჩემი სამეცნიერო-კვლევითი პროექტი გერმანიაში. კერძოდ, ვიურცბურგის უნივერსიტეტში, სადაც PhD ნაშრომის დაცვის დასკვნით ეტაპზე ვიმყოფები“, – დაწერა ფეისბუკში ზაზა თავაძემ.
ზაზა თავაძე გიორგი გახარიას პარტიას („გახარია საქართველოსთვის“) 2021 წელს შეუერთდა. პარტიის ლიდერმა მხარდამჭერებს ის 31 ივლისს წარუდგინა ზესტაფონში, სადაც თვითმმართველობის ს წინ პარტიის ოფისი გახსნეს.
თავაძე 2010 წლიდან 10 წლის ვადით იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე. 2021 წელს ჩატარებული თვითმმართველობის თ გახდა თბილისის მე-7 მოწვევის საკრებულოს დეპუტატი.
2024 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებით, მან მიიღო საპარლამენტო მანდატი, თუმცა იმის გამო, რომ არც „გახარია საქართველოსთვის“ და არც ბარიერგადალახული სამი პარტია არ ცნობდნენ არჩევნებს ლეგიტიმურად და არ მუშაობდნენ პარლამენტში, მან ეს მანდატი დაკარგა.
ზაზა თავაძის პოლიტიკიდან წასვლას წინ უსწრებდა გიორგი გახარიას პარტიის გადაწყვეტილება, დაეწყოთ საპარლამენტო საქმიანობა. თავაძე არ საუბრობს იმაზე, იქონია თუ არა ამან გავლენა მის გადაწყვეტილებაზე.
ფორუმი