კოალიცია ცვლილებისთვის პატიმრობაში მყოფი ლიდერი, ნიკა გვარამია ციხიდან გამოგზავნილ წერილში, წერს:
“გუშინ ნიკა მელიას წელიწადნახევარი მიუსაჯეს და კიდევ წელიწადზე მეტი ციხეში დატოვეს.
ნიკას მიერ შესხმული წყალი მოსამართლის მანტიაში გახვეულ ჯალათისთვის პოლიტიკოსების სახელით გაკეთებული საპროტესტო ჟესტია, ისეთივე, როგორიც მედიის სახელით გარტყმული სილა მზია ამაღლობელის მიერ და ზვიად რატიანის მიერ კულტურის სახელით გარტყმული სილა პოლიციელის ფორმაში გახვეულ რეჟიმის ჯალათებს!
ჩემი მხარდაჭერა ნიკას და მის ოჯახს არა როგორც მეგობრის და თანამებრძოლის მიმართ, არამედ მებრძოლი მოქალაქისა და პატრიოტის მიმართ! ძალიან მალე ერთად ვიქნებით ყველანი ერთად გარეთ!
სანამ ვიბრძვით, სანამ არ გვეშინია, სანამ დაღლილობას და იმედგაცრუებას არ ვახვედრებთ სიზარმაცეს და შემგუებლობას, მანამდე თამამად და მტკიცედ და, რაც მთავარია, სრულიად სამართლიანად შეგვიძლია ვთქვათ:
ჩვენ ვიმარჯვებთ!
თავისუფლება ნიკა მელიას!
თავისუფლება რეჟიმის ყველა ტყვეს!
თავისუფლება საქართველოს!”
მოსამართლისთვის წყლის შესხმის საქმეზე ნიკა მელიას 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ელენე გოგუაძემ 26 ნოემბერს გამოაცხადა




