გერმანიის პოლიციამ რამდენიმე ისლამისტურ ორგანიზაციაში ჩხრეკა ჩაატარა

გერმანიის პოლიციამ რამდენიმე ისლამისტურ ორგანიზაციაში ჩხრეკა ჩაატარა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო AFP-ი ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩხრეკა ჩატარდა იმ ობიექტებში, რომლებიც ჰამბურგის ისლამურ ცენტრთან არიან დაკავშირებულნი და ბრალად „ჰეზბოლას“ მხარდაჭერა ედებათ.
„ახლა ის დროა, როცა მკაცრი მიდგომებისთვის განსაკუთრებულ მზადყოფნაში უნდა ვიყოთ. სწორედ ამიტომ, ჩვენ ყველა გონივრულ ეჭვს სერიოზულად ვეკიდებით“, – განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა.
მედიის ცნობით, გერმანიის პოლიციამ ჩხრეკა 54 ლოკაციაზე, ქვეყნის შვიდ ფედერალურ მხარეში ჩაატარა.

ასევე დაგაინტერესებთ

შსს – მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომელმა პირად ავტომობილში, საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიიყენა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა