ჩინეთის საგარეო უწყება – ჯო ბაიდენის განცხადება, რომ სი ძინპინი დიქტატორია, უკიდურესად არასწორი და უპასუხისმგებლოა

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს -ის პრეზიდენტის, ს განცხადებას, რომელმაც ჩინელ კოლეგას, სი ძინპინს დიქტატორი უწოდა.
„ამგვარი განცხადება უკიდურესად არასწორია და უპასუხისმგებლო პოლიტიკურ მანიპულაციას წარმოადგენს. ჩინეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება ამას“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მაო ნინმა.
მისი თქმით, ყოველთვის არსებობენ „გარკვეული ფარული მოტივების მქონე ადამიანები, რომლებიც ცდილობენ უთანხმოების დათესვას და ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობების გაფუჭებას”.
კითხვაზე, თუ ვის გულისხმობდა, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.
„ვფიქრობ, მან, ვინც ცდილობს ძირი გამოუთხაროს და დათესოს უთანხმოება ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის, იცის ეს“, – აღნიშნა მაო ნინმა.
შეგახსენებთ, კალიფორნიაში აშშ-სა და ჩინეთის პრეზიდენტების სამიტი გაიმართა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ჯო ბაიდენი და სი ძინპინი ორ ქვეყანას შორის სამხედრო კომუნიკაციის აღდგენაზე შეთანხმდნენ. ჯო ბაიდენმა ჩინელ კოლეგასთან შეხვედრას კონსტრუქციული და პროდუქტიული უწოდა, თუმცა, მედიის წარმომადგენლის მიერ დასმულ შეკითხვაზე, თვლის თუ არა ის, რომ სი ძინპინი დიქტატორია, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ის დიქტატორია. „ის არის დიქტატორი იმ გაგებით, რომ არის კაცი, რომელიც მართავს კომუნისტურ ქვეყანას”, – განაცხადა ბაიდენმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – არჩევანი ძალიან მარტივია – ეს არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, ერთ მხარეს დგას ომი, მეორე მხარეს – მშვიდობა, სახეების დონეზეც აბსოლუტურად არაქართული, არაევროპული კონტიგენტია შეკრებილი რადიკალურ ოპოზიციაში