დავით სერგეენკოსთვის სადეპუტატო მანდატის ვადამდე შეწყვეტის საკითხს პარლამენტის საპროცედურო და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა

პარლამენტის საპროცედურო და წესების კომიტეტმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატ, დავით სერგეენკოსთვის სადეპუტატო მანდატის ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა.
როგორც კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, შესაბამისი გაცხადებით კომიტეტს დავით სერგეენკომ წერილობით თავად მიმართა.
ცნობისთვის, „პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დავით სერგეენკომ პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე განცხადებით თავად, 27 ოქტომბერს მიმართა. საკითხი პლენარულ სხდომაზე, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას გავა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე პარლამენტმა რამდენიმე თვის წინაც იმსჯელა, რისი საფუძველი სერგეენკოს მიერ სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა გახდა, თუმცა უმრავლესობამ პარლამენტის შესაბამისი დადგენილება “ჩააგდო” და სერგეენკოს მანდატი შეუნარჩუნა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჰელსინკის კომისია – საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამხედრო შენაერთების შენარჩუნებასა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის კეთილგანწყობის მოპოვების უზრუნველყოფას შორის, მოსკოვმა საქართველოში წვრილი ხაზის გავლება მოახერხა

ნათია მეზვრიშვილი – „ოცნების“ დეპუტატები და ზონდერები ზეწოლას ახდენენ საჯარო მოხელეებზე, რომ ხმა „ოცნების“ სასარგებლოდ მისცენ – ვანის პოლიციის უფროსის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე პროკურატურას მივმართეთ