ზურა ბერიკაშვილის დისშვილი: ურთულესი პერიოდი გვაქვს და იმედს არ ვკარგავთ

ზურა ბერიკაშვილის დისშვილი, ანო მაისურაძე სოციალურ ქსელში მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით უახლოეს ინფორმაციას ავრცელებს:

„ძვირფასო ხალხო, უყურადღებობაში ნუ ჩამოგვართმევთ, თუ ყველას ვერ გპასუხობთ და ვერ გიყვებით ზურიკოს მდგომარეობას. ძალიან ვაფასებთ მთელი ოჯახი თქვენს ყურადღებას, სიყვარულს და კეთილ სურვილებს.

ურთულესი პერიოდი გვაქვს და იმედს არ ვკარგავთ, რომ ზურას სასიკეთოდ წავა ყველაფერი.

როგორც კი რამე ხელშესახები წინსვლა გვექნება, აუცილებლად გაგაგებინებთ“, – წერს ანო მაისურაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ზურა ბერიკაშვილი გულის გაჩერებით შეიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში, გულის უკანა კედლის ინფარქტით.

ასევე დაგაინტერესებთ

ბერდია სიჭინავა – ქართულმა მხარემ დამალა ჩორჩანაზე ცხინვალის რუსული საოკუპაციო რეჟიმის პოზიციები, გასაგებია რატომაც – კოჩიევის შეფასებით, უკვე არსებობს გარკვეული პოზიტიური ძვრები, რის დასტურადაც მოჰყავს გახარიას მიმართ დაწყებული დევნა