ირაკლი კუპრაძე – ყველა კვლევა მიუთითებს, რომ „ლელოს“ ზრდის პოტენციალი აქვს – რაც შეეხება გახარიას პარტიასთან გაერთიანებას, ამაზე საუბარი არასერიოზულია

ყველა კვლევა მიუთითებს, რომ „ლელოს“ ზრდის პოტენციალი აქვს – რაც შეეხება გახარიას პარტიასთან გაერთიანებას, ამაზე საუბარი არასერიოზულია,- ამის შესახებ „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
რაც შეეხება უშუალოდ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევის შედეგებს, კუპრაძე ამბობს, რომ აღნიშნულ ორგანიზაციას ენდობა, თუმცა უცნობია, ვინ არის საქართველოში „მისი ველის ჩამტარებელი“.
„ერთი კვირის განმავლობაში 3 კვლევა ქვეყნდება, რომლების ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. რა განაპირობებს ამ რადიკალურ განსხვავებას – ამას განაპირობებს მეთოდოლოგია, რა პრინციპით ხდება კვლევის ჩატარება და ვინ არის ველის გამტარი. IRI-ის, როგორც საერთაშორისო ავტორიტეტის და პასუხისმგებლობის ორგანიზაციას, ვენდობით, მაგრამ ვინ არის საქართველოში მისი ველის ჩამტარებელი, არ ვიცი. ამით უნდობლობას არ ვთესავ. „ლელოსთვის“ ისედაც ნათლად ცხადია, რომ ოპოზიციას რებრენდინგი სჭირდება, „ლელო“ ამას აკეთებს, თუმცა „ლელო“ 4 წლის პარტიაა და პირველივე რამდენიმე თვეში შევძელით საპარლამენტო მანდატების აღება, შემდეგ თითქმის მთელ საქართველოში საკრებულოების დეპუტაციის შექმნა და ბოლოს, თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში, ყველა კვლევა მეტ-ნაკლებად მიუთითებს „ლელოს“ ზრდას, 1-ელ და მეორე არჩევანში, როგორც მინიმუმ – მეორე არჩევანთან დაკავშირებით დამატებითი 4% აქვს „ლელოს“, რომელიც მიუთითებს მის პერსპექტივაზე, რომ „ლელოს“ აქვს ზრდის პოტენციალი“,- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
მისივე თქმით, „მოსახლეობაში პოლიტიკით იმედგაცრუებაა და მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯებს დგამს, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ნიჰილიზმშია გადავარდნილი“. კუპრაძის შეფასებით, „ერთადერთი გამოსავალია, რომ ნიჰილიზმი დაიძლიოს“.
„ლელოს“ უკვე აქვს 5%, მაგრამ ბარიერი არაა ჩვენი მიზანი. ჩვენი მიზანია, რომ ხელისუფლება შეიცვალოს და ამაში გადამწყვეტი წვლილი ჰქონდეს „ლელოს“. ერთობებზე ფიქრიც კი, არათუ გადაწყვეტილება, ნაადრევია, ვითანამშრომლებთ ნებისმიერ ევროპულ აქტორთან თუ გუნდთან, რომელიც ჩვენს საერთო სურვილებს გამოხატავს. ნაყალბევი გადაჯგუფებები არაა ეფექტური და ამ სიყალბეს ამომრჩეველი გრძნობს. ეს შეცდომა არ უნდა დაუშვას არც „ლელომ“ და არც სხვა პარტიამ“,- განაცხადა კუპრაძემ.
რაც შეეხება ექსპერტულ შეფასებებს, რომ შესაძლოა გიორგი გახარიას პარტიისა და „ლელოს“ გაერთიანება კარგი იყოს, კუპრაძე ამბობს, რომ „უმძიმესი პოლიტიკური შეკითხვების ფონზე გაერთიანების ერთი მიზეზიც არ არსებობს“.
„გამკვირვებია იმ ექსპერტების, რომლებიც ამ აზრს წარმოაჩენენ. როდესაც საქართველოში პოლიტიკური ექსპერტი ხარ, თვალს ადევნებ ტელევიზიას, პოლიტიკურ მოვლენებს, უახლოესი პოლიტიკური წლების ისტორია იცი, რანაირად შეიძლება გონებაში მოგივიდეს აზრი, რომ გიორგი გახარია და „ლელო“ შეიძლება გაერთიანდეს? უმძიმესი პოლიტიკური შეკითხვების ფონზე, ერთი მიზეზი რა შეიძლება არსებობდეს? არ არსებობს ერთი მიზეზი და არასერიოზულია საუბარი იმაზე, რომ გიორგი გახარია და „ლელო“ უნდა გაერთიანდნენ, ეს იქნება ნაყალბევი ერთობა, თუ არ იქნება გაცემული იმ შეკითხვებზე პასუხი, რაც არაერთხელ დაგვისვამს ანაკლიაზე, 20 ივნისზე, პანკისზე, ია კერზაიაზე და ა.შ.“,- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
ცნობისთვის, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევის თანახმად, საპარლამენტო რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, გამოკითხულთა 25% “ქართულ ოცნებას,” ხოლო 13% “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” დაუჭერდა მხარს.
გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 25% “ქართულ ოცნებას” პირველ არჩევნად ასახელებს (3% მეორე არჩევნად), 13% “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” (3% მეორე არჩევნად).
რაც შეეხება სხვა პარტიებს: „საქართველოსთვის“ – 4 % (4 % მეორე არჩევანი); „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3% (4% მეორე არჩევანი); „ხალხის ძალა“ – 1% (5% მეორე არჩევანი); „ლელო“ – 2% (4% მეორე არჩევანი); „გირჩი“ – 3% (2 მეორე არჩევანი); გირჩი&დროა – ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია – 2% ( 3 % მეორე არჩევანი); „ლეიბორისტული პარტია“ – 2% ( 3% მეორე არჩევანი); „მოქალაქეები“ – 2% ( 2% მეორე არჩევანი); „ხალხისთვის“ – 2% (1% მეორე არჩევანი); „პატრიოტთა ალიანსი“ – 1% (1% მეორე არჩევანი); „კონსერვატიული მოძრაობა“ – „ალტ იფნო“ – 1% (1% მეორე არჩევანი); „ევროპული საქართველო“ –

ასევე დაგაინტერესებთ