მამუკა ხაზარაძე კახა კალაძის წინააღმდეგ | “ლელოს” თავმჯდომარე თბილისის მერს სასამართლოში უჩივის

წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ირგვლივ განვითარებული სკანდალის შემდეგ, თბილისის მერი დღეს კიდევ ერთი დაპირისპირების ეპიცენტრში აღმოჩნდა. თბილისის მთავრობის სხდომაზე პოლიტიკურ ოპონენტებსა და ოპოზიციას დაესხა თავს. და თანაც იმდენად მწვავედ, რომ არც შეურაცხმყოფელ ეპითეტებს მორიდებია. თბილისი მერის სამიზნეში “ლელო” და მისი ლიდერები აღმოჩნდნენ. კალაძის უხამს განცხადებებს მალევე მოჰყვა პასუხი. დედაქალაქის მერს სასამართლოში უჩივლებს. “ლელოს” ლიდერის ადვოკატი, სარჩელს კალაძის წინააღმდეგ უკვე ამზადებს