სახალხო დამცველი ტყვეობაში მყოფი უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცების გამოხსნაზე – ამ ეტაპზე ჩართული არ ვართ, რუსეთის ომბუდსმენთან კომუნიკაციის აუცილებლობას ვერ ვხედავ

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ამ ეტაპზე, ომბუდსმენის აპარატი ტყვედ ჩავარდნილი ში მებრძოლი ორი ქართველი ჯარისკაცის გამოხსნასთან დაკავშირებულ საკითხში ჩართული არ არის.
მისივე თქმით, მას რუს კოლეგასთან კომუნიკაცია ჯერ არ ჰქონია და მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ეს საჭირო არ არის.
„ჩვენ ამ ნაწილში ამ ეტაპზე ჩართული არ ვართ. თუ ჩართვის აუცილებლობა იქნება, რა თქმა უნდა, ჩავერთვებით. აქ საუბარია სახალხო დამცველის მხრიდან შესაბამის კოლეგა-უწყებასთან კომუნიკაციაზე. შესაბამისად, საუბარია ს ომბუდსმენთან კომუნიკაციაზე, რაც მე არ დამიმყარებია ჯერჯერობით და ამის აუცილებლობას ახლაც ვერ ვხედავ.
რაც შეეხება სახელმწიფო სტრუქტურებს, მათთან კავშირზე ვართ და გვაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით რა და როგორ ხდება. რაც შეეხება უფლება-დაცვის კუთხით, ამ ეტაპზე მე არანაირი კომუნიკაცია ჩემს რუს კოლეგასთან არ მქონია“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე ჰელსინკის კომისიის დასკვნაზე – ყველა ასეთი განცხადება მკაფიო პოზიციაა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ საუბარს არავინ აღარ აპირებს, დამთავრდა, გამოაბუნძულეს, მასთან ურთიერთობა დაასრულეს