დავით ერაძე: ის რაც “ოცნებამ“ აკადრა საკუთარ ნაკრებს, არავის უკადრებია მსგავსი, რუსეთში ძიუბასთვისაც კი არ უკადრებიათ, “ედინაია რასიას“ კლიპში მიეღო მონაწილეობა

ის რაც “ოცნებამ“ აკადრა საკუთარ ნაკრებს, არავის უკადრებია მსგავსი, რუსეთში ძიუბასთვისაც კი არ უკადრებიათ, “ედინაია რასიას“ კლიპში მიეღო მონაწილეობა, – ამის შესახებ სპორტულმა ჟურნალისტმა დავით ერაძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, “იმაზე დიდი შეურაცხყოფა, რაც თავად მიაყენეს ნაკრებს, მეტი რა უნდა მოსვლოდათ.“

საკუთარი ნაკრებისთვის არავის უკადრებია, რუსეთში ძიუბასთვისაც კი, რომ “ედინაია რასიას“ კლიპში მიეღო მონაწილეობა, ძიუბაც კი არ გამოუყენებიათ და ჩვენი ნაკრების 4 ფეხბურთელი ჩართეს. ამაზე მეტი შეურაცხყოფა, თავად რაც მიაყენეს, ამ ნაკრებს, რა უნდა მოსვლოდათ. კალაძეზე რომ საუბრობენ, კალაძე არ იყო “ნაციონალური მოძრაობის“ კლიპში, ის იყო ქართული ჯარის მხარდამჭერ კლიპში და ეს ძალიან კარგია, რადგან ქართული ჯარი საამაყოა. როგორც ეროვნული ნაკრებია ყველასი “ნაციონალების“ “ქოცების“, “ლეიბორისტების“, ისეა ჯარიც. იმ ქართველის დედაც ვატირე, ვისაც საქართველოს ნაკრების წაგება უხარია, ხალხო,- განაცხადა დავით ერაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ე.წ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმება არა თუ სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია, არამედ ეს არის იმ ღალატის გამოსწორება, რომელიც თავის დროზე სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა – მისი ეს ქმედება პირდაპირ გააზრებული ღალატი და ქვეყნის ომში შეყვანა იყო