– დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი მზადაა – თბილისის 2026 წლის ბიუჯეტი 2 082 482 000 მლრდ ლარს შეადგენს, რაც შარშანდელთან შედარებით, თითქმის 100 მილიონი ლარით მეტია

მზად არის ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი – თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც უკვე გადაგზავნილია საკრებულოში. 2026 წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობა შეადგენს 2 მილიარდ 82 მილიონ 482 ათას ლარს, რაც შარშანდელთან შედარებით, თითქმის 100 მილიონი ლარით მეტია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, მ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ბიუჯეტი გადანაწილდა შემდეგ პრიორიტეტებზე: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ეკოლოგიის გაუმჯობესება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერა, და სოციალური მიმართულება, კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა.
„მინდა, გაცნობოთ, რომ მზად არის ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი – თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც უკვე გადაგზავნილია საკრებულოში.
2026 წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობა შეადგენს 2 მილიარდ 82 მილიონ 482 ათას ლარს, რაც შარშანდელთან შედარებით, თითქმის 100 მილიონი ლარით მეტია.
შემოსავლების წყაროების განაწილება ასეთია: საკუთარი შემოსულობები – 1 მილიარდ 474 მილიონ 814 ათასი ლარი;
სახელმწიფო ბიუჯეტიდან კაპიტალური სპეციალური ტრანსფერი – 580 მილიონი ლარი;
სხვა კაპიტალური გრანტები (დღგ სესხის ფარგლებში) – 25 მილიონ 480 ათასი ლარი;
მიზნობრივი ტრანსფერი – 1 მილიონ 783 ათასი ლარი.
ბიუჯეტი გადანაწილდა შემდეგ პრიორიტეტებზე: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ეკოლოგიის გაუმჯობესება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერა, და სოციალური მიმართულება, კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა.
2026 წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის განსაზღვრულია 479 მილიონ 920 ათასი ლარი და გულისხმობს ყველა დაპირებულ მსხვილ პროექტს (ე.წ. სამხედრო ქალაქის პარკი, ვაკის პარკის შადრევნების კასკადის რეაბილიტაცია, ოთხი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, ავარიული სახლების ჩანაცვლება, ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია, სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია და სხვა მრავალი პროექტი, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს.
2026 წლის ბიუჯეტის პროექტით ასევე გათვალისწინებულია ტრანსპორტის მიმართულებით დაპირებული მნიშვნელოვანი პროექტები: ტრამვაის ხაზის პროექტირება და მშენებლობა, მეტროს მოდერნიზება და სხვა.
ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით გათვალისწინებულია 583 მილიონ 944 ათასი ლარი, რაც 2025 წელთან შედარებით, 50 მილიონ 91 ათასი ლარით მეტია. მათი წილი ბიუჯეტში შეადგენს 28%-ს.
გარდა ამისა, სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულია 168 მილიონი ლარის დონორული დაფინანსება.
რაც შეეხება ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურებს, როგორც უკვე აღვნიშნე, ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი უკვე გაგზავნილი საკრებულოში. ახლა დაიწყება განხილვები კომისიებსა და ფრაქციებში, რის შემდეგაც წარმოდგენილი იქნება მათი რეკომენდაციები.
აღნიშნულ პროცესში აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას ფინანსთა სამინისტროსთან და ცენტრალურ მთავრობასთან, რათა უზრუნველვყოთ ბიუჯეტის მოცულობის დამატებითი ზრდა იმ პროექტებისთვის, რომლებიც უკვე შევიტანეთ 2026 წლის გეგმაში.
ბიუჯეტის საბოლოო, უკვე გაზრდილი ვერსია საკრებულოს წარედგინება 10 დეკემბერს“, – აღნიშნა კალაძემ.