ნანა დიხამინჯია: ბოლო ერთი წლის განმავლობაში თითქმის 9 მილიარდი ლარი გადმორიცხეს ემიგრანტებმა საქართველოში…

“ალტე უნივერსიტეტის” ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ნანა დიხამინჯია:
ორი დღეა, ვისმენ – დაბრუნდით ემიგრანტები სახლშიო. ძირითადად ტროლებისგან და ქოცნების ამომრჩევლებისგან.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში თითქმის 9 მილიარდი ლარი გადმორიცხეს ემიგრანტებმა საქართველოში. ს წილი 300 მილიონია.
საქართველოში საშუალო ხელფასი თვეში 2200 ლარია დარიცხული. ხელზე – 1760 ლარი, ანუ წელიწადში 21120 ლარი.
9 მილიარდი ლარი არის 400 000 ადამიანის საშუალო ხელფასი. ცხადია, ეს საშუალოც ბობოლების ხარჯზეა, თორემ შარშან მედიანური ხელფასი საშუალოზე 30%-ით ნაკლები იყო და ბევრს ეგ მედიანურიც არ აქვს.
ვთქვათ, ყველა ემიგრანტი წელს დაბრუნდება საქართველოში. მილიონნახევარი ემიგრანტიაო – აქედან 2/3 იქნება შრომისუნარიანი. როგორ ფიქრობთ, მილიონი სამსახური დაიყრება უცებ?
ვთქვათ, მართლა კარგი ცხოვრებაა და ყველა დაბრუნებული ის სამსახურს. უცხოეთიდან ფულს ხომ ეს ხალხი აგზავნის საკუთარი თავის რჩენის შემდეგ. საქართველოში დაბრუნების და საშუალო ხელფასის შემთხვევაში კი არაფერი მორჩება. ანუ გამოდის, რომ საქართველოში მყოფ ნახევარ მილიონ ადამიანს მოაკლდება უცხოეთიდან გამოგზავნილი ფული. შედეგად, ამათი უმეტესობა სოციალურად დაუცველი გახდება.
როგორ ფიქრობთ, რა მოუვა სახელმწიფოს, თუ 700 ათას სოციალურად დაუცველ ადამიანს კიდევ 300 ათასი დაემატება (მინიმუმ)? ვინ დაზარალდება ყველაზე მეტად – ვინც საქართველოში ცხოვრობს, თავს ვერ ირჩენს, დაბალანაზღაურებადი სამსახურის დაკარგვისაც კი ეშინია და ამიტომ ქოცებს აძლევს ხმას, ან ტროლად მუშაობს.
მართალია – ზუსტად ის ხალხი დაზარალდება ყველაზე მეტად, ვინც ახლა ემიგრანტების მასიურ დაბრუნებას ითხოვს.
ცოტა ყურადღებით მოიფიქრეთ, რას ითხოვთ.