კასპის მერს აღმოსავლური სოფლების მშენებლობა შეაჩერებინეს

კასპის მერს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღმოსავლური სოფლების მშენებლობა შეაჩერებინეს. ამას აქციები და ხელმოწერების შეგროვება უძღოდა წინ.
წინარეხში ეგვიპტური ,,ჰოლივუდ სითის”, ქვემო ჭალაში – არაბული სოფლის გაშენება იგეგმებოდა, ბანერებიც განთავსებული იყო.
წინარეხში ინვესტიციების ჩადებას ეგვიპტელები აპირებდნენ, ქვემო ჭალაში – საუდის არაბეთის და ერაყის მოქალაქეები.
ახალი, თანამედროვე ტიპის სოფლების მშენებლობის წინააღმდეგ გამოსულ ადგილობრივ მცხოვრებლებს პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლები უდგნენ სათავეში. 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში კასპის საკრებულოში პატრიოტთა ალიანსის წევრები ვეღარ მოხვდნენ.
წყარო: Qartli.ge

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – რაც არ უნდა რუსთაველის ან საერთოდ, ქალაქის რემონტი გადაწყვიტონ, არაფერს შეცვლის – პროტესტი არ ჩერდება და ეს არის ნიშანი, რომ რეჟიმი ვერაფერს აღწევს, თუ არა იმის მტკიცებას, რომ ძალიან კორუმპირებული, უღირსი და რუსული რეჟიმია