-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩევლს კობახიძის ადმინისტრაციის უფროსი შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩევლი, ჯონათან ასკონასი ხელმძღვანელობს,„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ადმინისტრაციის უფროსი, ლევან ჟორჟოლიანი შეხვდა.
კობახიძის ადმინისტრაცის ცნობით, შეხვედრაზე ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა -სთან ურთიერთობების დღეს არსებული დონით კმაყოფილი არ არის.
„შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს ხელისუფლების მიერ ქვეყნის სატრანზიტო და ე.წ. დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს. ლევან ჟორჟოლიანმა აშშ-ის მხარეს ინფორმაცია მიაწოდა იმ მნიშვნელოვანი ინვესტიციების შესახებ, რომელსაც საქართველოს მთავრობა, აღნიშნული ფუნქციის განვითარების მიზნით, სარკინიგზო, საგზაო და საპორტო ინფრასტრუქტურაში ახორციელებს.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აშშ-თან ურთიერთობების დღეს არსებული დონით კმაყოფილი არ არის და კიდევ ერთხელ ადასტურებს მზაობას სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განახლებისთვის.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს პოზიცია ე.წ. „ტრამპის მარშრუტთან“ დაკავშირებით. აღინიშნა „საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) შესაძლო პოზიტიური ეფექტიეგიონზე აშშ-ის მხარის მიერ ტვირთების მოძრაობის უსაფრთხოების გარანტიების შექმნის თვალსაზრისით.
შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო ტრამპის ადმინისტრაციის ძალისხმევის მნიშვნელობას რეგიონში მშვიდობის დამყარების კუთხით. აგრეთვე, დადებითად შეფასდა საქართველოს როლი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების თვალსაზრისით“, – ნათქვამია კობახიძის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ რელიზში.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ალან პერსელი.