როჯერ უიკერი – მამაცი ქართველი ხალხი ერთი წელია გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებს

მამაცი ქართველი ხალხი ერთი წელია გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებს, – ამის შესახებ -ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, როჯერ უიკერმა კომისიაში ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე შეკავების შესახებ გამართულ მოსმენაზე განაცხადა.
„მტკიცე და მამაცი ქართველი ხალხი უკვე ერთი წელია სიცივესა და ზაფხულის სიცხეში უკანონო და გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებს, რომელიც გაყალბებულ არჩევნებად ევროკავშირმა და ამერიკელების ნაწილმა აღიარა“, – განაცხადა როჯერ უიკერმა.