10 კომპანია, რომლებმაც 2023 წელს გამარტივებული შესყიდვებიდან ყველაზე მეტი თანხა მიიღეს | 4 “ოცნების” შემწირველია

“ქართული ოცნების” შემომწირველმა კომპანიამ შპს “ჯი-თი გრუპმა” 2023 წელს გამარტივებული შესყიდვების გზით ყველაზე მაღალი შემოსავალი, 30,3 მილიონი ლარი მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ავრცელებს.
ორგანიზაცია ასახელებს 10 კომპანიას, რომლებმაც გასულ წელს გამარტივებული შესყიდვებით ყველაზე მაღალი შემოსავალი მიიღეს. მათგან 4 სწორედ “ქართული ოცნების” შემომწირველია.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე მაღალი შემოსავლის მიმღებს შორის პირველ ორ ადგილს სწორედ “ოცნების” შემომწირველები – შპს “ჯი-თი გრუპი” – 30,3 მლნ. ლარით და შპს “” – 18,3 მლნ. ლარით იკავებენ.
სიაში მოხვდა შპს “ ტრაქ ენდ ბას”, რომელმაც გამარტივებული შესყიდვებით 7,6 მლნ. ლარი მიიღო. 6,3 მლნ. ლარის შემოსავალი მიიღო კიდევ ერთმა “ქართული ოცნების” შემომწირველმა კომპანიამ სს “საქართველოს სადაზღვევო ჯგუფმა”.
აღნიშნულმა კომპანიებმა პარტიას ჯამში 375,000 ლარი შესწირეს, ჯამში კი 62.5 მილიონი ლარი მიიღეს.
ყველაზე მეტი შემოსავლის მიმღები კომპანიების ათეული ასე გამოიყურება: