დონალდ ტრამპი – საუდის არაბეთს F-35-ებს მივყიდით

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ში წარმოებული F-35 გამანადგურებლების საუდის არაბეთისთვის მიყიდვის დამტკიცებას გეგმავს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ვიტყვი, რომ ჩვენ ამას გავაკეთებთ. F-35-ებს გავყიდით“, -განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
Reuters-ის ინფორმაციით, საუდის არაბეთმა აშშ-სგან F-35 ტიპის 48-მდე გამანადგურებლის შეძენა ითხოვა, რაც პოტენციურად მრავალმილიარდიანი გარიგებაა. თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა Reuters-ს განუცხადა, რომ პრეზიდენტი ტრამპი საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანთან, რომელსაც ხვალ უმასპინძლებს, მოიერიშე თვითმფრინავებზე საუბარს გეგმავს, რის შემდეგაც გადაწყვეტილების მირება მოხდება.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – რაც არ უნდა რუსთაველის ან საერთოდ, ქალაქის რემონტი გადაწყვიტონ, არაფერს შეცვლის – პროტესტი არ ჩერდება და ეს არის ნიშანი, რომ რეჟიმი ვერაფერს აღწევს, თუ არა იმის მტკიცებას, რომ ძალიან კორუმპირებული, უღირსი და რუსული რეჟიმია