ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმებაზე – ეს იყო გარედან თავსმოხვეული, რაღაც დამოუკიდებელი, ვითომ შექმნილი ორგანო

ეს იყო გარედან თავსმოხვეული, რაღაც დამოუკიდებელი, ვითომ შექმნილი ორგანო. რეალურად აღნიშნული მიმართულება შევა აუდიტის სამსახურში. მე უნდა ვაფასებდე [ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობას? ] მე ვერაფერს ვუწუნებ, რა ვიცი. არც ვიცი, რა გითხრათ“, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი იმ ფაქტს, რომ 2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.
ამასთან, კითხვაზე, ახსენდება თუ არა ერთი ფაქტი, რომელიც ანტიკორუფციულმა ბიურომ გამოავლინა, კალაძე პასუხობს: „ვერ გეტყვით, არ დავინტერესებულვარ ამით. ჩემი საქმით ვარ დაკავებული, ჩემი საქმე მაინტერესებს, ეს არის პრიორიტეტი, რას გავაკეთებ ჩემი ქალაქისთვის და ქალაქელებისთვის“.
შეგახსენებთ, 2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.
ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის, ს თქმით, 2026 წლის 2 მარტიდან უქმდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიც. გარდა ამისა, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან უქმდება ბიზნესომბუდსმენის აპარატიც, რომლის ფუნქციებიც ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში გადავა.

ასევე დაგაინტერესებთ