ანჯეი დუდა – უკრაინა ნატო-ს სრულფასოვანი წევრობისკენ უნდა ისწრაფოდეს

უკრაინა ნატო-ს სრულფასოვანი წევრობისკენ უნდა ისწრაფოდეს, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ დავოსში უკრაინის პრეზიდენტ სთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ომის დროს ეს შეუძლებელია, მაგრამ მიმაჩნია, რომ მ ნატო-ში მოწვევა უნდა მიიღოს, რომელიც ალიანსის წევრი ქვეყნების ეროვნულ პარლამენტებში ამ საკითხის განხილვის პროცესს დაიწყებს. ეს პროცესი შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ ეს უკრაინის დამცველებისთვის მორალურად ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.
პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება ძალიან მნიშვნელოვანია მთლიანად ნატო-ს სიძლიერისთვის და პოლონეთის უსაფრთხოებისთვის.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, უკრაინისა და პოლონეთის პრეზიდენტები დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ერთმანეთს შეხვდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ბუჩუკური – მამუკა ხაზარაძემ თქვა, თითქოს, ახალი პირობები წამოაყენაო გახარიამ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება – ხაზარაძემ თავის ბრიფინგში დაადასტურა, რომ მაინც და მაინც სამართლიანი არ იყო მათი პირობები