საბა მეფარიშვილი ვისაც დაგავიწყდათ და კაცობა დაუწუნეთ, გახსენებთ რა ბიჭია და რა გული აქვს. ხო და ამ ბიჭზე ამბობთ, თანამესაკნე არ შეეცოდა, იმას ტელევიზორი “მოუჟმოტაო”, როცა სამარტოო საკანში იყო. სირცხვილია უბრალოდ! ანუ ახლა წარმოვიდგინოთ სიტუაცია, რომ 19 წლის ბიჭი აქციაზე რაღაც 400 ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის დაგიჭირეს და სასჯელი მოგისაჯეს. საქართველოში ვერავინ შეძლო შენი ციხიდან დახსნა, ყოველდღე კი იკრიბებოდნენ რუსთაველზე, მაგრამ ვერანაირი ვერაფერი. ალბათ რამდენჯერ უკითხავს თავის თავისთვის, რომ რატომ შევეწირეო. ძალიან ლეგიტიმური კითხვაა, როცა შენ ამხელა რამეს რისკავ და სხვები არაფერს, ან ბევრად ნაკლებს. ოთხ კედელში გამოგკეტეს 1.5 წელი. ჯამში, 18 თვე, 547 დღე. 547 გათენება და დაღამება ციხეში გაატარე. ძლივს გათავისუფლებენ და გეუბნებიან, რომ ნივთები უნდა წაიღო და ამ დროს შენ არ ჭედავ, რომ მაცივარს არ წაიღებ, რადგან გეშინია, რომ ისევ რამეზე არ მოგედავონ და საერთოდ არ გაინტერესებს იქ, გარეთ, რა “კარწინკას” დადგამენ, იმდენად გიხარია თავისუფლება. გამოდიხარ მაცივრით და შენიანებიც იმაზე გიწყობენ სამსჯავროს, რომ მაგარი ჟმოტი ხარ და ეს ტექნიკა სხვებისთვის უნდა დაგეტოვებინა, რომელიც შესაძლებელია თუ არა, მაგაზე წარმოდგენაც არ აქვთ. ხოდა მოკლედ, დავფიქრდი, მაგ სიტუაციაში თავი წარმოვიდგინე და არ ღირს, ამ ხალხისთვის თავის გაწირვა არ ღირს. ძალიან იმედგაცრუებული ვარ. მაგრამ კიდევ კარგი, არსებობენ საღად მოაზროვნე ადამიანები, რომელთაც დიდი სურათის დანახვა შეუძლიათ და უმნიშვნელოზე არ გეკიდებიან, ესმით შენი და უპირობოდ მხარს გიჭერენ, რადგან გიფასებენ ქვეყნის წინაშე გადახდილ ვალს. კიდევ კარგი, ანწუხელიძის ქვეყანა ვართ, რომ რამენაირად შენს თავთან მოახერხებ გაამართლო ამხელა ინდივიდუალური მსხვეპლი. #თავისუფლებარეჟიმისტყვეებს




