“AFG”-ის აღმასრულებელი დირექტორი ნუგზარ სულაშვილი:
“თუ ოჯახში ისეთი ცოდვა ტრიალებს, როგორიც, აბორტია, ის ოჯახი განწირულია ბოლომდე”
ამ სიტყვებით მიმართა საკუთარ მრევლს საქართველოს პატრიარქმა.
დამიწყებენ ახლა – ვინა გდიხარ პატრიარქს განიკითხავო!
არ განვიკითხავ ბატონო, უბრალოდ ეს ფრაზა ძალიან მძიმდ და კატეგორიულად ჟღერს – განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირადად შეხებია აბორტის თემა, ოჯახის ტრაგედია, ჯანმრთელობის პრობლემა ან რთული სოციალური მდგომარეობა.
რელიგიურ კონტექსტში მსგავსი განცხადებები, როგორც წესი, ეფუძნება მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლებას, სადაც აბორტი მძიმე ცოდვად მიიჩნევა. თუმცა, როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია.
მართლმადიდებლურ მოძღვრებაში არსებობს არა მხოლოდ ცოდვის, არამედ მონანიების, შენდობისა და გამოსწორების იდეაც. ქრისტიანული სწავლება არ მთავრდება „განწირვით“, რადგან თავად უფალი ბრძანებს, რომ არ არსებობს მიუტევებელი ცოდვა თუ შეინანე.
რეალურ ცხოვრებაში აბორტის უკან ხშირად დგას: მძიმე სამედიცინო დიაგნოზი, ძალადობა, სიღარიბე, ფსიქოლოგიური კრიზისი, ან სიცოცხლისთვის საშიში ორსულობა.
საზოგადოებრივ სივრცეში სასულიერო პირის სიტყვას განსაკუთრებული გავლენა აქვს. ამიტომ მსგავსი განცხადებები ზოგისთვის შეიძლება იყოს რწმენითი გაფრთხილება, ხოლო სხვებისთვის — შიში, სასოწარკვეთა, დანაშაულის განცდა და სტიგმა.




