18 წ. | ვიწყებთ პოლონეთით

ევროპის 6-გზის ჩემპიონი საქართველო ტიტულის დაცვას პოლონეთთან მატჩით იწყებს. ჩვენი 18-წლამდელები ჩეხეთის დედაქალაქ ში ხვალ გამთენიისას გაემგზავრებიან, 1/4-ფინალურ შეხვედრას კი 15 ნოემბერს, „მარკეტა სთედიუმზე“ ჩვენი დროით 13 საათზე გამართავს.
18-წლამდელთა ტურნირების ფორმატიდან გამომდინარე სამატჩო განაცხადში 26-ივე მოთამაშე იქნება. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზურაბ ამონაშვილმა უკვე დაასახელა დამწყები 15, რომელთაგან 13-ს, წელს 18-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ექვსი ერის ფესტივალზე, ან სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიაზე უთამაშია.
დამწყებებიდან დებიუტანტები არიან ბურჯი ლუკა ბარბაქაძე და მესამეხაზელი გიორგი ქევანიშვილი. ორი ასეთი მოთამაშეა მარქაფაშიც – იაგო ღუდუშაური და ალექსანდრე გაგუა.
გამარჯვების შემთხვევაში საქართველო ნახევარფინალში ჩეხეთსა და პორტუგალიას შორის გამარჯვებულს 18 ნოემბერს შეერკინება, ხოლო ფინალი 22 ნოემბერსაა ჩანიშნული.
2025 წლის 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი
(ჩეხეთი). „მარკეტა სთედიუმი“
1/4-ფინალი. 15 ნოემბერი. 13:00 (საქ. დრო)
საქართველო – პოლონეთი
საქართველო
ხაზი: 15. დავით არობელიძე (არმია), 14. ავთანდილ ზვიადაძე (აია), 13. დათა ახვლედიანი (ლელო), 12. ლევან ბუცხრიკიძე (ლელო), 11. ლუკა ტაბატაძე (არმია), 10. გიორგი გაბუნია (ლელო), 9. გოგა უშვერიძე (აია);
შერკინება: 1. ლუკა ბარბაქაძე (ხვამლი), 2. ლუკა წიკლაური (ხვამლი), 3. გიორგი ბერძენიშვილი (ტულონი, საფრანგეთი), 4. ანდრია ბილანიშვილი (ლელო), 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე, საფრანგეთი, კაპ.), 6. გიორგი ზაზაძე (ხარები), 7. გიორგი ქევანიშვილი (აია), 8. მათე ბერუაშვილი (ლოკომოტივი).
მარქაფა: 16. გოჩა ფიცხელაური (ყაზბეგი), 17. საბა მშვილდაძე (აია), 18. იაგო ღუდუშაური (ლოკომოტივი), 19. საბა გიორგიძე (ლელო), 20. ლუკა შულაია (ლელო); 21. ალექსანდრე გაგუა (ხვამლი), 22. მათე მახარაძე (), 23. გიორგი კეკელია (ლოკომოტივი), 24. გიორგი მუშკუდიანი (აია), 25. ლუკა ჭაკუა (ლელო), 26. გიორგი არძენაძე ()
მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი
ესპანეთი – ბელგია
ნიდერლანდები – გერმანია
ჩეხეთი – პორტუგალია
Rugby.ge
18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს პოლონეთით ვიწყებთ
18 წ. | ირლანდიასთან ინგლისის მსგავსად
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს პოლონეთით ვიწყებთ
18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა
18 წ. | სამხრეთ აფრიკამ გვაჯობა
18 წ. | დრამატული ფრე ირლანდიასთან