ბელარუსის თავდაცვის მინისტრი ვიქტორ ხრენინი აცხადებს, რომ რუსეთთან მჭიდრო მოკავშირე ქვეყანა ახალ სამხედრო დოქტრინას წამოაყენებს, რომელიც ბირთვული იარაღის გამოყენებას პირველად ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას apnews.com ავრცელებს.
მედიის ცნობით, რუსეთმა თავის მხრივ განაცხადა, რომ შეინარჩუნებს კონტროლს იმ იარაღზე, რომელიც განკუთვნილია ბრძოლის ველზე გამოსაყენებლად.
დოქტრინა დასამტკიცებლად ბელორუსის სახალხო კრებას წარედგინება, რომელიც ბელარუსში პარლამენტის პარალელურად მოქმედებს.