ხაბეიშვილი: „ოცნების“ დამარცხება შესაძლებელია თუ პატარა ოპოზიცია სტრატეგიულად მოიქცევა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე -ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ბოლო კვლევის შედეგებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, და მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხება შესაძლებელია, თუ პატარა, პროდასავლური ოპოზიცია სტრატეგიულად სწორად მოიქცევა:
„ყველა კვლევა და გამოკითხვა ადასტურებს, რომ რუსული პარტიის დამარცხება და თან დიდი ანგარიშით შესაძლებელია თუ პატარა, პროდასავლური ოპოზიცია სტრატეგიულად სწორად მოიქცევა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პასუხისმგებლიანი, ყველაზე დიდი ევროპული პარტიაა საქართველოში და შესაბამისად, გავაკეთეთ გამარჯვების კოალიცია – სტრატეგია აღმაშენებელთან, რომლის მხარდაჭერა და ხმები ყველაზე იოლად ერწყმის ჩვენს პარტიას – ჩვენ ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის, მხოლოდ პირველი ადგილისთვის!
IRI – ის ეს კვლევაც ადასტურებს, რომ ჩვენ 4 – ჯერ და რიგ შემთხვევაში 8 – ჯერ უფრო მეტი მხარდაჭერა გვაქვს, შესაბამისად უმჯობესია ჩვენზე შფოთვებს და ნერვიულობას მორჩეს ყველა. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვერანაირი პროცესი, თუ ცალკე აღებული კონკრეტული ადამიანის(ების) ვიწრო, პირადი წუწუნი და მოთქმა, ვერ დააზიანებს მთავარ მიზანს, იდეასა და ღირებულებებს“ — ამბობს ხაბეიშვილი.
ხაბეიშვილის თქმით, ს პარტია მის გარშემო გაერთიანდება და იქნება მთავარი ინსტრუმენტი და შესაძლებლობა რუსი ოლიგარქის დამარცხების გზაზე:
„ყველა პროდასავლურმა პარტიამ უნდა შეძლოს პრაგმატული ნაბიჯების გადადგმა, რომელიც გარდაუვალად დაამარცხებს ივანიშვილს და მის რეჟიმს. ერთადერთი გამოსავალია, ყველამ ესაუბროს მის ამომრჩეველს, მოახდინეთ თქვენი მხარდამჭერების დარწმუნება, გაერთიანება, რომ გადალახოთ 5 % – იანი ბარიერი და არანაირი შანსი რუსულ პარტიას არ დარჩება,” – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.
აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის [IRI] კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 25% ამბობს, რომ ხვალ არჩევნები რომ იყოს, ხმას მმართველ გუნდს, „ქართულ ოცნებას“ მისცემდა. მარტის კვლევასთან შედარებით, „ოცნების“ რეიტინგი 6%-თაა გაზრდილი.
„ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ადგილზეა, 13%-ით. მათი რეიტინგის ცვლილება ცდომილების ზღვრის ფარგლებშია. გიორგი გახარიას „საქართველოსთვის“ – მესამეზე, 4%-ით.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ახლა ხაზარაძე დაეთანხმება გახარიას ასეთ „პრინციპულ“ მოთხოვნებს და ყველანი დავიჯერებთ, რომ ისინი „ნაცებთან“ კავშირს გაწყვეტენ?! – ბოლოს მართლა ჩაშლა მოუწევთ, აგენტურა იმდენად გოიმურ პიარს გვთავაზობს

რომან გოცირიძე – გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის გაერთიანების შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგზე ერთ-ერთი უძლიერესი ბლოკი შეიქმნებოდა, რომელსაც არჩევნების ბედის გადაწყვეტა შეეძლო – ეს მსხვილი გაერთიანება ყველა რისკს გამორიცხავდა!