ჩვენ ბრიუსელთან ვერ ვთანხმდებით მთავარ ღირებულებებზე – პაპუაშვილი

„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის, ს განცხადებით, „ოცნება“ ბრიუსელთან მთავარ ღირებულებებზე ვერ თანხმდება.
„სინამდვილეში ბრიუსელთან ჩვენს ურთიერთობებში მთავარი პრობლემა არის ის, რომ ჩვენ ვერ ვთანხმდებით მთავარ ღირებულებებზე. ჩვენი ღირებულებაა სუვერენიტეტის, ხალხის სუვერენიტეტის პატივისცემა, ჩვენი ღირებულებაა კანონის უზენაესობა, ჩვენი ღირებულებაა დემოკრატია და ადამიანების უფლებების პატივისცემა. ოთხივე ღირებულებასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ბრიუსელი აცდენილია ამ მთავარ პრინციპებს.
კერძოდ, არ აღიარებს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს თავად აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება, არ აღიარებს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს საკუთარი კანონმდებლობის მიღებისა და განხორციელებისა, არ აღიარებს იმ ძირითად პრინციპებს, რომელზეც დაფუძნებული უნდა იყოს ევროპული ღირებულებები.
ამიტომ, დღეს პრობლემა არის იმაში, რომ ბრიუსელმა გადაუხვია საერთო ევროპულ გზას საქართველოსთან მიმართებით და ცდილობს მეურვეობითი მიდგომებით, დირექტივებით დაგვისახოს გზა-კვალი და არა ქართველმა ხალხმა განსაზღვროს, ის თუ რა კანონი მიიღოს და რა მმართველობა ჰქონდეს, არამედ დაგვიდგინოს ბრიუსელმა.
როგორც კი ბრიუსელი დაუბრუნდება ევროპულ ღირებულებებს, იმ მომენტში მოიხსნება ყველა სირთულე ქართულ-ევროპულ ურთიერთობებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.