რუსეთის ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში ხანძარი იყო

რუსეთის ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში იყო ხანძარი, რომლის გამომწვევ მიზეზს ხელისუფლება არ ასახელებს. რუსული ტელეგრამ-არხებით გავრცელებული ცნობებით, ხანძარს წინ უძღოდა აფეთქება.
ხანძარი 16 ნოემბერს, დაახლოებით ღამის პირველი საათისთვის გაჩნდა ვოლგოგრადის ოლქის დაბა კოტლუბანში დისლოცირებული სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე. დილით, ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ბოჩაროვმა ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია და არავინ დაშავებულა. ბოჩაროვს ხანძრის გამომწვევი მიზეზი არ დაუსახელებია.
ადგილობრივი გამოცემა „ვოლგოგრად ონლაინი“ თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ თავდაპირველად ცეცხლი ბალახს გაუჩნდა და შემდეგ მოედო იარაღის საწყობს.
რუსული ტელეგრამ-არხი „ბაზა“ იუწყება, რომ ხანძრის წინ, დაბა კოტლუბანის რამდენიმე მცხოვრებმა გაიგო უპილოტო საფრენი აპარატისთვის დამახასიათებელი ხმა, რასაც აფეთქება მოჰყვა.
ს თავდაცვის სამინისტრომ დღეს დილით გაავრცელა ინფორმაცია, 5 „უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის“ განადგურების შესახებ, თუმცა, ვოლგოგრადის ოლქი არ უხსენებია. ამ ინფორმაციის მიხედვით, 2 დრონი ჩამოაგდეს რუსეთის ბრიანსკის ოლქში და 3 ს სანაპიროსთან.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრიი იუსოვმა ტელეარხ „ჰრომადსკეს“ განუცხადა, რომ რუსულ სამხედრო ნაწილში ხანძართან კავშირს ვერც დაადასტურებენ და ვერც უარყოფენ, თუმცა, დღეს „მტერმა კიდევ ერთი არსენალი დაკარგა“.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – დაჭერით, დაკავებით, უსამართლობით ივანიშვილი ვერცერთ ლიდერს, კოალიციას, პარტიას, საზოგადოებას ვეღარ შეაშინებს – ეს ყველაფერი უნდა იყოს ბიძგი, რომ ვკონსოლიდირდეთ, შევქმნათ ერთიანი ფრონტი

მარტა კოსი – საგარეო საქმეთა საბჭოზე საქართველოში დემოკრატიული საფუძვლების უწყვეტი ეროზიის გამო სერიოზული შეშფოთება გამოვხატე – ვაგრძელებთ ქართველი ხალხის გვერდით დგომას და ვაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას