პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, ჯემალ ანანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრი საქმის კურსშია და კავშირზეა.
ამის შესახებ მან ბიუროს სხდომაზე აღნიშნა.
„ჩვენს კოლეგას, ჯემალ ანანიძეს აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა. ჯანდაცვის მინისტრი კავშირზეა, ვიცი. ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას. ყველანაირად ყურადღებას ვაქცევთ და ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჯემალ ანანიძემ რამდენიმე დღის წინ ინსულტი მიიღო, დაცემის შედეგად კი თავის არეში დაზიანება. შალვა კერესელიძის ინფორმაციით, ჯემალ ანანიძეს რამდენიმე დღის წინ მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისთვის სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.




