ქეთი მოლაშვილი: რაც შეეხება მასწავლებლებსა და რეპეტიტორობას… იცოდეთ, რომ ზუსტად ეს იქნება შემდეგი ნაბიჯი

სამოქალაქო აქტივისტი ქეთი მოლაშვილი:
რაც შეეხება მასწავლებლებსა და რეპეტიტორობას,
პირველი ნაბიჯია, რომ აბსოლუტურად ყველა მასწავლებელი აღირიცხოს,
ვინც დამატებითაც ამზადებს მოსწავლეებს.
მეორე ნაბიჯი იქნება, რომ აბსოლუტურად ყველა მასწავლებელი დაიბეგრება,
ანუ ხელფასები ჰო მოუმატეს და ასე იშოვეს ხმები,
ახლა მომატებული ხელფასების სანაცვლოდ,
ორჯერ მეტ ფულს ამოიღებს ქ.ოცნება,
დაბეგრილი მასწავლებლებიდან.
დაუმალავ?
5 სასტუმრო ჩაადგმევინეს ბაკურიანში და საბაგირო ტრასა გაახსნევინეს, უკანონო ყოფილაო (როცა თავად პრემიერს ახსნევინებდნენ საბაგირო ტრასებს) და ციხეში გამოამწყვდიეს და შენ დაგინდობენ?!
ფული სჭირდებათ ახლა, ფული!
მომზადება გაძვირდება?
დიდად ვეღარ,
იმიტომ, რომ ცხოვრება ისე გაჭირდა,
ფიზიკურად იმდენით ვერ გააძვირებენ,
რომ უღირდეთ.
მარტივი სტატისტიკა,
თუ მაგალითად სოფელში,
ქართულში მომზადება 160 ლარი ღირდა,
ქ.ოცნება მომავალში რომ მოსთხოვს გადასახადებს, ნიშნავს იმას, რომ 24% ქ.ოცნებას უნდა მისცეს.
როგორ?
20% საშემოსავლოს დაბეგვრის, 2% საპენსიოს, დასაქმებული რომ ხარ; 2% ისევ საპენსიოს, რასაც შენ იხდი; ანუ თვითდასაქმებული, საპენსიოს 4%-ს უხდის, კომპანიაც ჰო თავადაა.
ჰოდა გამოდის, რომ 160 ლარს კი არ აიღებს, აიღებს 121 ლარს
და თუ გაუძვირებს, ხელზე 160 რომ აიღოს,
მოუწევს 210 ლარი გადაახდევინოს მოსწავლეს, ჰოდა ასე უცებ, 50 ლარით თითო საგნის მომზადების გადასახადის გაზრდას, ვინ შეძლებს?
ახლა მივყვეთ, დავუშვათ
სულ მცირე, 8 მოსწავლე ჰყავდა,
ე.ი. დამატებით იღებდა 1280 ლარს,
ახლა აიღებს 968 ლარს, ანუ 312 ლარს, ყოველ თვე, ქ.ოცნება წაიღებს.
ჰოდა გამახსენეთ რამდენ მასწავლებელს უხაროდა ხელფასი 100 ლარით მომიმატესო?
სამ იმდენს, ახლა უკან წაიღებს.
იცოდეთ, რომ ზუსტად ეს იქნება შემდეგი ნაბიჯი.
დილამშვიდობის

ასევე დაგაინტერესებთ