შალვა პაპუაშვილი ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ აღძრულ საქმეებზე – თუ რამე პრეტენზია ექნებათ და მართლმსაჯულების გადაწყვეტილება არ მოეწონებათ, სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ – იქაც რომ დამარცხდებიან, მერე მაინც მოიხადონ ბოდიში!

თუ რამე პრეტენზია ექნებათ და მართლმსაჯულების გადაწყვეტილება არ მოეწონებათ, სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ – იქაც რომ დამარცხდებიან, მერე მაინც მოიხადონ ბოდიში! – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რვა ოპოზიციონერი ლიდერის წინააღმდეგ დაწყებულ ახალ სისხლისსამართლებრივ დევნის თაობაზე დასმულ კითხვას.
პაპუაშვილის განცხადებით, რაკი მათ პროკურატურამ ბრალი წაუყენა, შესაბამისად გონივრული ეჭვის სტანდარტი არსებობს, რომელიც ბრალის წარსადგენად საკმარისია.
„სამართლებრივ შეფასებას მე ვერ გავაკეთებ – ეს პროკურატურის და სასამართლოს სამსჯელოა. რაც გენერალური პროკურორის ბრიფინგზე მოვისმინეთ, ჩვენი თვალით ვხედავდით. არ ვხედავდით, როგორ ადგენდნენ საქართველოს მოქალაქეების „შავ სიებს“, რომ საქართველო გარედან თავდასხმის ობიექტი ყოფილიყო? არ ვხედავდით, როგორ დადიოდნენ უცხო ქვეყნებში პაპკებითა და საქაღალდეებით იმისთვის, რომ უცხო ქვეყნებისთვის „შავი სიები“ მიეწოდებინათ და საქართველო თავდასხმის ობიექტი ყოფილიყო?
ჩვენ ეს ყველაფერი პოლიტიკურად არაერთხელ შევაფასეთ. რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას, იმ ადამიანების მიმართ, სადაც დანაშაულის მტკიცებულებები სტანდარტს აკმაყოფილებს, პროკურატურის მხრიდან ბრალი წარედგინათ. ვნახოთ, რამდენად საკმარისი იქნება სასამართლოს განაჩენისთვის. პროცესი გამჭვირვალეა და თუ ვინმეს რაიმე ეჭვი აქვს, სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს.
რამდენჯერ მიმართეს „რუსთავი 2“-ზე? – დამარცხდნენ! მიხეილ სააკაშვილზე მიმართეს? – დამარცხდნენ! გვარამიაზე დამარცხდნენ! მელიაზე დამარცხდნენ! საერთოდ ყველაფერზე დამარცხდნენ ისინი, აქ მყოფი მათი მხარდამჭერი ელჩები და უცხოელი დავალების მიმცემები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
გენერალურმა პროკურატურამ ს, გიორგი ვაშაძის, ს, ს, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, კერძოდ: საბოტაჟს, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.