მანჩო გიორგობიანს ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ჩაუტარებენ

საქალაქო სასამართლოში ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებული “ქართული ოცნების” მხარდამჭერის, მანჩო გიორგობიანის პროცესი მიმდინარეობს – საქმეს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილი იხილავს.

ცნობილია, რომ მანჩო გიორგობიანის მიმართ ბრალდების მხარემ ფსიქიატრიული ექსპერტიზა დანიშნა.

პროკურატურამ ფსიქიატრიული ექსპერტიზა დანიშნა, რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, დაცვის მხარე ამის შესახებ პროცესზე გავაჟღერებთ”, – განაცხადა გიორგობიანის  სახაზინო წესით დანიშნულმა ადვოკატმა. 

2 ნოემბერს, გვიან ღამით, სუპერმარკეტ “სპარში” ორ თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამართალდამცავებმა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე “ქართული ოცნების” მხარდამჭერი, მანჩო გიორგობიანი დააკავეს.

-ს ცნობით, მანანა გიორგობიანი დაუკავშირდა ჯაკო ჯანსუღ ჩარკვიანს, რომელიც ადგილზე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა, რა დროსაც მათ, სუპერმარკეტის ორი თანამშრომელი ძალის გამოყენებით გაიყვანეს გარე ტერიტორიაზე და ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მანჩო გიორგობიანის ორგანიზებით მომხდარი ძალადობის საქმეზე -მ 5 ადამიანი დააკავა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ