– მუნის ცალკეული სამწუხარო შემთხვევების მიუხედავად განგაშის მიზეზი არ არსებობს – ცოტა გადაჭარბებული იყო ყურადღება, არასტანდარტული და არანორმალური არაფერი ხდება

თითოეული გადადებული მუნის ინფექცია სამწუხაროა, არ არის სასიამოვნო – არასტანდარტული და არანორმალური არაფერი ხდება – მუნთან მიმართებით, ცალკეული სამწუხარო შემთხვევების მიუხედავად განგაშის მიზეზი არ არსებობს,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მინისტრის თქმით, მუნთან დაკავშირებით ცოტა გადაჭარბებული იყო ყურადღება.
„როგორც პაატა იმნაძემ ახსნა, რეალური მიზეზი აჟიოტაჟის შექმნისთვის არ არსებობს. როდესაც გარკვეული ინფორმაციის გავრცელება ხდება დაავადებასა და მის შესაძლო რისკებზე, აქ ფრთხილები უნდა ვიყოთ, გარკვეული პანიკის დათესვას იწვევს.
თუ გავითვალისწინებთ, სტატისტიკურადაც კი არ არის რაიმე განსხვავებული წინა წლებთან შედარებით. ვფიქრობ, ცოტა გადაჭარბებული იყო ყურადღება. საზოგადოება უნდა დავამშვიდოთ. ყველა სპეციალისტისგან გვაქვს ინფორმაცია, რომ განსაკუთრებული და საგანგაშო არ ხდება. თითოეული გადადებული ინფექცია სამწუხაროა, არ არის სასიამოვნო. მიუხედავად ამისა, არასტანდარტული და არანორმალური არაფერ ხდება
აუცილებელია ჰიგიენური ნორმების დაცვა. დაავადების გავრცელება ხელის ჩამორთმევით და გადაკოცნით არ ხდება. ხანგრძლივი დროით კანზე უნდა იყო შეხება. ასე ხსნიან სპეციალისტი.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მედიკამენტი ქსელში არ არის, ესეც არის მცდარი ინფორმაცია. მუნთან მიმართებით, ცალკეული სამწუხარო შემთხვევების მიუხედავად მიზეზი განგაშის არ არსებობს“- აღნიშნა სარჯველაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ