ყველა საშუალება აქვს პოლიციას და პროკურატურას დაადგინოს თავდამსხმელი – ახობაძე

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გიორგი ახობაძეზე ჯგუფურ თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
-ს განცხადების მიხედვით, მოწმეების გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ტაქსით გადაადგილებისას, გიორგი ახობაძეს გზა ჩაუჭრა ავტომობილმა, საიდანაც გადმოსული ორი პირი მას ფიზიკურად გაუსწორდა.
როგორც განცხადებაში წერია, გამოკითხვისას, თავად გიორგი ახობაძემ განაცხადა, რომ ვერ მოახერხებს თავდამსხმელების ამოცნობას.
ყველა პირს მოუწოდებს გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ, იქნება ეს დაზარალებული თუ მოწმე, რადგან ეს მნიშვნელოვანია საქმის დროულად გახსნისა და დამნაშავე პირთა დასჯისათვის“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.
შსს-ს ამ განცხადებას სოციალურ ქსელში გიორგი ახობაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პოლიციას და პროკურატურას ყველა საშუალება აქვს მასზე თავდამსხმელის დასადგენად.
„მე მას (უშუალო თავდამსხმელს) სახეზე ვერ ამოვიცნობ იმიტომ, რომ სიბნელეში მოხდა თავდასხმა და მე მას ვერ ვხედავდი! ამისთვის არსებობს სხვა, ძალიან მაღალი სიზუსტის და სარწმუნოობის კვლევები და ექსპერტიზები!
პირველ რიგში უნდა ამოღებულ იქნას ყველა კამერის უწყვეტი ფირი, რომელიც დაახლოებით 30-40 წთ-ია, დიდი არაფერი საქმეა მისი ანალიზი. დადგენილ იქნას მანქანაში მჯდომი ყველა პირი და შემდეგ როგორც სამედიცინო, ასევე ბიოლოგიური ექსპერტიზით შესაძლებელია ზუსტად იმ პირზე გასვლა, ვინც უშუალო თავდამსხმელი იყო.
ამასთან, არსებობს მეორე პირიც, რომელსაც უნდოდა ამაში მონაწილეობა და უბრალოდ ვერ შეძლო სათანადოდ, სიტუაციიდან გამომდინარე. ყველა მანქანაში მჯდომი პირი არის ჯგუფური თავდასხმის მონაწილე და ყველა მათგანს თავისი ფუნქცია ჰქონდა. ნუ მაიძულებთ გავცე ის ინფორმაცია და მიგითითოთ რას არ აკეთებთ სწორად, რომელზეც უკვე შევთანხმდით! გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ჯერ ყველაფერს არ დავწერ და მერე ვნახოთ”,- წერს გიორგი ახობაძე.
ყოფილ პოლიტპატიმარ გიორგი ახობაძეს 4 ნოემბერს აეროპორტიდან სახლში დაბრუნებისას, მის ტაქსის მანქანამ გზა გადაუჭრა, უთხრეს, რომ საპოლიციო ღონისძიებას ატარებდნენ, თუმცა ამის სანაცვლოდ, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.