-მ გიორგი ახობაძეზე ჯგუფური ძალადობის გამო გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ექიმ გიორგი ახობაძის შეტყობინების საფუძველზე, რომელშიც ჯგუფურ ძალადობაზე იყო საუბარი.
მოწმეების გამოკითხვის შედეგად დადგენილად მიიჩნევს, რომ „თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ტაქსით გადაადგილებისას, გიორგი ახობაძეს გზა ჩაუჭრა ავტომობილმა, საიდანაც გადმოსული ორი პირი მას ფიზიკურად გაუსწორდა“.
საქმე ისანი-სამგორის მთავარ სამმართველოში სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით აღიძრა.
პროევროპული აქციების მონაწილემ, პოლიციის მიერ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულმა და მოსამართლის მიერ გამართლებულმა ექიმმა გიორგი ახობაძემ გუშინ, 4 ნოემბერს, განაცხადა, რომ თბილისში ფიზიკურად გაუსწორდნენ. მან გაავრცელა ჩანაწერი, რომელშიც აღწერდა, რომ ტაქსის, რომლითაც თბილისის აეროპორტიდან მოდიოდა, გზა გადაუჭრა შავმა „პრადომ”, საიდანაც „გადმოხტნენ ვიღაც ტიპები, პოლიციიდან ვართ, ღონისძიებას ვატარებთო”, ტაქსის უკანა კარი გააღეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ექიმი გიორგი ახობაძე სისხლის სამართლის წესით 2024 წლის დეკემბერში თბილისში დააკავეს, როცა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციიდან სახლში ბრუნდებოდა.
პროკურატურამ განაცხადა, რომ ახობაძეს ნარკოტიკული საშუალება ჰქონდა. ახობაძის თანახმად, ნარკოტიკი ჩაუდეს. მისთვის წაყენებული „განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის“ ბრალდება 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებდა.
2025 წლის 6 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გიორგი ახობაძე უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა. მოსამართლემ გადაწყვეტილება „მტკიცებულებათა არასაკმარისი რაოდენობის“ გამო მიიღო. პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
ფორუმი