რომან გოცირიძის მიმართვა არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობას

ყოფილი პარლამენტარი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, , არაბთა გაერთიანებული საამიროებიხ მთვრობას მიმართავს და მათი სახელის გამოყენებით, ქართული საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაზე სთხოვს რეაგირებას:

მიმართვა:

საქართველოს მთავრობისა და პროპაგანდისტული სამთავრობო მედიის მიერ Emaar ფონდის სახელის არასწორად გამოყენებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის შესახებ

ადრესატი:

არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობა,

Investment Corporation of Dubai (ICD),

Emaar Properties PJSC.

მოგმართავთ ღია წერილით, როგორც საქართველოს მოქალაქე, რომელიც შეშფოთებულია იმით, თუ როგორ არასწორად და არაკეთილსინდისიერად გამოიყენება ემირატების სახელმწიფო ფონდის, Emaar Properties-ის სახელი საქართველოში მიმდინარე საინვესტიციო დისკუსიებში.

საქართველოს ხელისუფლება და მასთან დაკავშირებული მედია უკვე რამდენიმე კვირაა ავრცელებს ინფორმაციას და ეწევა არაკეთილსინდისიერ რეკლამას, თითქოს Emaar ფონდი, ანუ ემირატების სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საინვესტიციო ჯგუფი, აპირებს საქართველოში 6,6 მილიარდი დოლარის ინვესტირებას.

საერთაშორისო და საჯარო წყაროებით დადასტურებულია, რომ აღნიშნულ პროექტს ახორციელებს კერძო კომპანია Eagle Hills, რომელიც არ არის Emaar Properties-ის შვილობილი კომპანია და არც რაიმე სამართლებრივი კავშირი აქვს მასთან. ორივე კომპანიას მხოლოდ ერთი საერთო ფიგურა აერთიანებს — ბატონი Mohamed Alabbar, თუმცა იურიდიულად ისინი სრულიად დამოუკიდებელი სტრუქტურებია.

სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება და პროპაგანდისტული მედია ამ ფაქტს იყენებს იმისთვის, რომ საზოგადოებაში შექმნას ცრუ წარმოდგენა, თითქოს საქართველოში ინვესტიციებს ახორცირლებს ემირატების სახელმწიფო ფონდი და ემირატების მთავრობა.

ეს არის სიცრუე, რომელიც არა მხოლოდ ქართული და საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება, არამედ აზიანებს Emaar Properties-ისა და ემირატების სახელმწიფოს რეპუტაციას, რადგან მათი სახელი გამოიყენება პოლიტიკური პროპაგანდისა და შიდა პოპულისტური მიზნებისთვის, ასევე კომერციული რეკლამისათვის.

გთხოვთ, როგორც ემირატების სახელმწიფო სტრუქტურამ და პასუხისმგებელმა კომპანიამ, შესაბამისი ნაბიჯები გადადგათ იმისათვის, რომ შეჩერდეს თქვენი სახელის არაკეთილსინდისიერი გამოყენება საქართველოში და გავრცელდეს ოფიციალური განმარტება ამ საკითხზე.

მიგვაჩნია, რომ დროული და ღია პოზიცია დაიცავს როგორც Emaar Properties-ის, ისე ემირატების სახელმწიფოს რეპუტაციას და შეაჩერებს ცრუ პროპაგანდას, რომელსაც მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავს.

პატივისცემით,

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი,

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ