ლევან მაჭავარიანი ევროკავშირის გაფართოების ანგარიშზე – გრძელდება სიცრუის ტირაჟირება – ევროკავშირისკენ გზა არც ურსულა ფონ დელ ლაინზე, არც კალასზე და კოსზე არ გადის, ხელს ვერავინ შეგვიშლის, რომ 2030 წელს ყველაზე მომზადებული ქვეყანა ვიყოთ გაწევრიანებისთვის

ჩვენ ხელს ვერავინ შეგვიშლის, რომ 2030 წელს, ყველაზე მომზადებული ქვეყანა ვიყოთ იმისთვის, რომ ევროკავშირში გავწევრიანდეთ – ველოდებით საქართველოსთან დამოკიდებულების შეცვლას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ევროკავშირის გაფართოების ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ გადის არც ურსულა ფონ დელ ლაინზე, არც კაია კალასზე და მარტა კოსზე.
„ჩვენთვის ეს მოსალოდნელი იყო. გრძელდება სიცრუის ტირაჟირება და აბსოლუტურად უარგუმენტო ბრალდებები, რომელიც ზუსტად იმ დღიდან დაიწყო, როდესაც ში საომარი მოქმედებები დაიწყო, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველომ მეორე ფრონტის გახსნაზე უარი თქვა. საზოგადოებას მინდა ძალიან მკაფიოდ ვუთხრა, რომ ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ გადის არც ურსულა ფონ დელ ლაინზე, არც ქალბატონ კალასზე და არც ქალბატონ კოსზე. ეს არის ღირებულებები, რის გამოც ჩვენ ევროკავშირისკენ მივისწრაფვით. დღეს ამ ევრობიუროკრატების ხელში, რომლებიც პირდაპირ “დიფ სთეითის” ხელდასხმულები არიან, ევროკავშირი ღირებულებებს დაცილებულია. ჩვენ იმედის ვიტოვებთ, და გვჯერა, რომ 5 წელიწადში, 2030 წლისთვის, როდესაც ევროკავშირის გაფართოება ოფიციალურად არის დაანონსებული, სიტუაცია რადიკალურად შეცვლილი იქნება. ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირში რამდენიმე ქვეყნის მაგალითზე გამოღვიძება დაწყებულია. დანარჩენი ქვეყნებისთვის საქართველო და ქართველი ხალხი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა დაიცვა შენი ქვეყნის სუვერენიტეტი. შესაბამისად, ჩვენ ხელს ვერავინ ვერ შეგვიშლის, რომ 2030 წელს ყველაზე მომზადებული ქვეყანა ვიყოთ იმისთვის, რომ ევროკავშირში გავწევრიანდეთ”, – განაცხადა მაჭავარიანმა.
ამასთან, უმრავლესობის დეპუტატმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება” თავს არავის ესხმის და პირიქით, თავდაცვის რეჟიმში არიან.
მაჭავარიანის განცხადებით, ერთი მაგალითი არ არსებობს იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ” 13 წლის განმავლობაში რუსული საქმე გააკეთა, ან საქართველოში ს გავლენები გაზარდა.
„სანამ ჩვენ ასეთი თავდასხმების რეჟიმი ვიქნებით, სხვა გზა არ გვრჩება. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ იმიტომ, რომ თავმოყვარე ქვეყანა ვართ, თუმცა ჩვენ ყოველთვის ფაქტებითა და არგუმენტებით ვპასუხობთ და არა აღქმებით. შესაბამისად, ველოდებით რომ ეს დამოკიდებულება საქართველოს მიმართ შეიცვლება. ჩვენი საგარეო კურსი პროდასავლურია, ეს კონსტიტუციაც არის გამყარებულია და ჩვენ არც ერთი ის ნაბიჯი არ გადაგვიდგამს, რაშიც გვადანაშაულებენ. ერთ მაგალითს ვერავინ მოიყვანს, რა გააკეთა 13 წლის განმავლობაში “ქართულმა ოცნებამ” რუსული საქმე, ან რით გაზარდა ს გავლენები საქართველოში. ფიზიკურად ერთი მაგალითიც არ არსებობს ამისი“, – განაცხადა მაჭავარიანმა.